საქართველოს ბანკის “გარანტირებული შენაძენი” – მიზეზი, თუ რატომ არ უნდა შეიკავოთ თავი ბინის შეძენისაგან

საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინოვაციურ იპოთეკურ პროდუქტს – „გარანტირებულ შენაძენს“ – სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში დეველოპერისგან ბინის ყიდვის მსურველთათვის შეთავაზებული ბინა ბანკის მიერაა დაზღვეული. თუ რაიმე მიზეზით პროექტი არ დასრულდა, მომხმარებელს ზარალს ბანკი სრულად აუნაზღაურებს; თანაც, პროდუქტით სარგებლობა მომხმარებლისგან დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს. შეთავაზება ვრცელდება როგორც ბინის იპოთეკით, ასევე საკუთარი ფულით შეძენაზე და ბინის სრულ ღირებულებას მოიცავს.

პროდუქტით სარგებლობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამითაც, რომელსაც საქართველოს ბანკი, დეველოპერული სფეროს მხარდაჭერის, მომხმარებლისთვის უკეთესი შესაძლებლობების შექმნისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით შეუერთდა. დამატებითი ინფორმაციისთვის და შეთავაზებების სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3kJyqaN

დღევანდელ სტატიაში „თორმეტი“ დაგარწმუნებთ, თუ რატომაა ბინის შეძენა თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტი და, ამასთანავე, იმ მითებისა და სტერეოტიპების დამსხვრევას შეეცდება, რომლებიც ხშირად სახლის ყიდვას წინ აღუდგება ხოლმე.

 

მითი #1: პირველ რიგში სასურველი ბინა უნდა შეარჩიოთ

ხშირად, იმ მომხმარებლებს, რომლებიც სახლის შესაძენად იპოთეკური სესხის აღებას აპირებენ, ბანკში განაცხადი ბინის მოძებნის შემდეგ შეაქვთ ხოლმე. მოხმარებელს, შესაძლოა, არასწორი მოლოდინი ჰქონდეს სასურველი ოდენობის თანხის მიღების შესაძლებლობაზე. ამის გამო, მოლაპარაკებები მომხმარებელსა და გამყიდველს შორის ჩიხში შედის და, ძირითადად, იშლება ხოლმე.

რეალურად…

უმჯობესი იქნება, პირველ რიგში გაარკვიოთ, თანხის რა შუალედში შეუძლია ბანკს თქვენთვის სესხის მოცემა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ მსგავსი ფასით ბინის მოძებნა. ასე გარიგების ყველა მხარე მოგებული და კმაყოფილი დარჩება.

 

მითი #2: არჩევანი ფასსა და ხარისხს შორის უნდა გააკეთოთ

არც თუ ისე იშვიათად გაიგებთ ფრაზას, რომ მაღალი ხარისხი მაღალ ფასს მოითხოვს. ცხადია, ზოგ შემთხვევაში ეს ასეცაა. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფულის დაზოგვის მიზნით იაფფასიანი და, სტერეოტიპულად, უხარისხო ბინა უნდა მოძებნოთ.

რეალურად…

ხარისხისა და ფასის ოქროს შუალედის დაჭერაში შეგიძლიათ უძრავი ქონების აგენტი დაიხმაროთ. შუამავალს საკმარისი გამოცდილება და რესურსი აქვს იმისთვის, რომ თქვენთვის იდეალური და, რაც მთავარია, შეღავათიანი ბინა შეგარჩევინოთ.

 

მითი #3: თქვენთვის იდეალური სახლის გამოჩენას უნდა დაელოდოთ

შესაძლოა, თქვენ ორსართულიანი სახლი გინდათ, რომელსაც საკუთარი ეზო და საჩოგბურთო კორტები აქვს, ამისთვის კი ფულს აგროვებდეთ და ქირით ცხოვრობდეთ. თითქმის გამორიცხულია, რომ კომუნალური გადასახადების, ყოველდღიური დანახარჯებისა და სხვადასხვა მიზეზის გამო სასურველი სახლისთვის ფულის შეგროვება პირდაპირ შეძლოთ.

რეალურად…

უმჯობესი იქნება, თქვენთვის სასურველ სახლამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მიხვიდეთ. შეგიძლიათ, ახლა შეძენილი სახლი შემდგომში უფრო ძვირადაც კი გაყიდოთ, რაც ფულის შეგროვებაში უფრო დაგეხმარებათ. მანამდე კი ისეთი ბინა უნდა შეარჩიოთ, რომელიც თქვენს ამჟამინდელ მოთხოვნებს იდეალურად დააკმაყოფილებს.

 

მითი #4: უკეთესია იყიდოთ ცუდი ბინა კარგ ადგილას

ხშირად ხარისხსა და ადგილმდებარეობას შორის გადაწყვეტისას არჩევანს კარგი ადგილმდებარეობის სასარგებლოდ აკეთებენ ხოლმე. ზოგს ურჩევნია, რომ ქალაქის პრესტიჟულ უბნებში ცუდ მდგომარეობაში მყოფი ბინა ჩაიბაროს, რადგან ასეთი ბინები უფრო იაფია. ამის გასამართლებლად მომავალში რემონტის შესაძლებლობა მოჰყავთ ხოლმე.

რეალურად…

იაფფასიანი და უხარისხო ბინის გადაკეთება ბევრად უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე თუნდაც იმავე ლოკაციაზე კარგ მდგომარეობაში მყოფი სახლი დაგიჯდებოდათ. ეს ხარჯები წინასწარ უნდა გათვალოთ და ბინაზე მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გააკეთოთ არჩევანი.

 

მითი #5: შეიძლება, პროექტი არ დასრულდეს და ბინის გარეშე დარჩეთ

სანაცნობო წრეში ალბათ ხშირად გაუკრიტიკებიათ დეველოპერები და უთქვამთ, რომ მათი ნაწილი პროექტს ბოლომდე არ ასრულებს. ასეთი აზროვნება იმ სტერეოტიპის ჩამოყალიბებას იწვევს, რომ მშენებარე პროექტში ბინის შეძენა ზედმეტი რისკია.

რეალურად…

პროექტების უმრავლესობა წარმატებით სრულდება და სახლი მყიდველსაც შესანიშნავ მდგომარეობაში ბარდება. თანაც, საქართველოს ბანკის „გარანტირებული შენაძენით“ სარგებლობის შემთხვევაში ამ მცირე რისკისგანაც დაცული იქნებით – თუკი ნებისმიერი მიზეზით პროექტზე მუშაობა შეწყდება, ზარალს ბანკი სრულად აგინაზღაურებთ.

 

„ბინის შეძენისას არაერთ დეტალზე გვიწევს დაფიქრება – მშენებარე პროექტს მივანიჭოთ უპირატესობა თუ ახალაშენებულს, რომელ დეველოპერულ კომპანიას ვენდოთ და ა.შ. იმისათვის, რომ მომხმარებელს გავუმარტივოთ სწორი გადაწყვეტილებების მიღება, თანაც ისე, რომ მეტი სიმშვიდე იგრძნოს, შევქმენით ახალი პროდუქტი. ინიციატივის ფარგლებში მომხმარებელი აღნიშნულ სქემაში ჩართული დეველოპერული კომპანიებისგან შეძლებს გარანტირებული შენაძენის გაკეთებას, რაც ზრდის მომხმარებლის დაცულობასა და სანდოობას. მეორეს მხრივ, ეს დეველოპერებისთვის არის ერთგვარი შესაძლებლობა, განავითარონ საკუთარი საქმიანობა და კიდევ უფრო კომფორტული და საიმედო გახადონ მომხმარებლისთვის ბინის შეძენის პროცესი“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. ამჟამად „საქართველოს ბანკი“ 360-მდე აქტიურ პარტნიორ დეველოპერს ემსახურება და 430-მდე დეველოპერული პროექტის მხარდამჭერია.