დობილნი – ნაწილი I

რეგიონების მიხედვით ქართული მითოლოგია  მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ყველა კუთხეს თავისი დამახასიათებელი რწმენა-წარმოდგენები, ფოლკლორი და მითოლოგიური არსებები გააჩნია.  

ფშავ-ხევსურული მითოლოგიის გადმოცემით, “ღვთიშვილებმა” ქაჯების ქვეყანა, ქაჯავეთი, დალაშქრეს, საიდანაც წამოიყვანეს ულამაზესი ქაჯი ქალები, რომლებიც ღვთაებათა “დობილებად” იქცნენ. დობილნი, ან როგორც ხევსურულად ეძახიან  “მოდეები” , ღვთაებათა სალოცავების ახლოს დაბინავდნენ და ეხმარებოდნენ მათ. ოთხი დობილი: სამძიმარი, მზექალი, აშექალი და სიმენქალი გადმოცემის თანახმად მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროს გამოდიოდნენ “სათამაშოდ”. თუკი მათ ვინმე გაანაწყენებდა, განსაცდელი ან ავადმყოფობა მოევლინებოდა.

და-დობილნოციხე-კარის ანგელოზნომოლაშქრე და-დობილნოთუ ჯვრის წინაშე ყმებს ექნებათ უწმინდურება და არ ასრულებენ ჯვართ შემონათვალსმაშინ და-დობილნი გაუჩენენ სახადს, წითელას, მიუსევენ მებალინჯეთ. ეს შეიძლება სიკვდილითაც დამთავრდეს“. 

Credits to Mary Wigman, 1928

დობილთანგან ცნობები მხოლოდ ორ მათგანზე, სამძიმარსა და აშექალზე შემორჩა. პირველ სტატიაში წარმოდგენილი იქნება ერთ-ერთი მათგანი.  

აშექალი 

ქაჯავეთიდან ჩამოყვანილ “დობილთაგან” ერთ-ერთი გახლდათ აშექალი. ქართული წარმართული გადმოცემების თანახმად, იგი მისანი იყო და ადამიანთა სიკვდილის დღეს იუწყებოდა. მისი ერთი გვერდი ეშმაკებს შჭერივა და ერთი ანგელოზებს”, ხან იმალებოდა და ვერავინ პოულობდა, ხანაც ხალხში დადიოდა გაცხადებით.  

Credits to Eliza Mamardashvili

მითების მიხედვით, აშექალი ყვებოდა, რომ იგი ხახმატის გიორგის მეჯინიბე იყო, როგორც კი ვინმე შველას ითხოვდა აშექალი შეკაზმულ წითელ ცხენს ახვედრებდა, შემდეგ კი უკან მობრუნებულს საჯინიბოს კარს ღიას ახვედრებდა. დობილის გარდა ვერავინ ხედავდა ხახმატის ჯვარს, რადგან მას ნისლის კოტორი დაჰყვებოდა გარშემო. ვერც მასზე უკეთ უვლიდა ვერავინ ცხენს: “სხოივ ვერვინ თავლას ღნახევდაო და ვერც ცხენსავ ჩემ მეტივ”. 

ერთხელაც, იმ დროს იქ არ ყოფილა და ცხენისთვისაც კარი არ გაუღია, რითვისაც გაუწყრა ხახმატის ჯვარი და მეორედ აღარ გამოჩენილა. ამის შემდეგ ფშავ-ხევსურული გადმოცემით იგი სიკვდილამდე მკითხაობას ეწეოდა:ფ აშექალ მოკვდა ძალიან დაბერებული და სიკვდილამდინ არც მკითხაობისად დაუნებებავ თავი.” 

ერთი გადმოცემის თანახმად, აშექალი მოწმაოს ქვემოთ, ადიდებულ არაგვში გადახტა და წყალში ჩავარდა, რის გამოც გარდაცვლილად ჩათვალეს. თქმულების მიხედვით, იგი ნაპირზე ისე ამოვიდა, რომ ტალავარიც კი არ დასველებია.

Credits to AvantFae on Deviant Art