იტალიურმა ბენდმა Måneskin ახალი სიმღერა გამოუშვა

“They ask me why I’m so hot, ‘cause I’m Italiano”.

Måneskin-ის ახალი სიმღერა MAMMAMIA ზუსტად ისეთივე პროვოკაციულია, როგორიც მთელი მათი შემოქმედება. როგორც ბენდის წევრებმა განაცხადეს სიმღერა ევროვიზიის მოგებიდან მალევე დაწერეს, სულ რაღაც რამდენიმე საათში. „სერიოზულად არც მიგვიღია. ასეთი რაღაც არასოდეს გაგვიკეთებია. სიმღერა ძალიან ბუნებრივად დავწერეთ“ – ამბობს ბენდის ბასისტი ვიქტორია დე ანჯელისი. ხოლო ბენდის სოლისტის, დამიანო დავიდის თქმით, სიმღერა ნაწილობრივ იმ ყურადღებასაც ეხება, რომელიც ბენდმა ევროვიზიის მოგების შემდეგ დაიმსახურა, მათ შორის იმ სკანდალებს, რომელშიც გაეხვნენ. ამაზე მიუთითებს სიმღერის ტექსტიც:“I swear that I’m not drunk and I’m not taking drugs”, რომელიც დამიანოს მიერ ევორვიზიის ფინალზე ნარკოტიკის მიღების ბრალდებას უკავშირდება.

Photo credits to @maneskinofficial on instagram

2016 წელს რომში შექმნილმა ბენდმა ევროვიზიაზე იტალიას გამარჯვება 2021 წლის მაისში მოუპოვა სიმღერით “Zitti e Buoni”. ამის შემდეგ ბენდის პოპულარობამ საგრძნობლად მოიმატა. მათი სიმღერებიდან ასევე უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს სიმღერები “I Wanna Be Your Slave” და სიმღერის “Beggin” ქავერი. “MAMMAMIA” ბენდის მიერ გამოცემული პირველი სინგლია ევროვიზიაში გამარჯვების შემდეგ.