სამწლიანი გაუჩინარების შემდეგ ამერიკელ-იაპონელი მომღერალი Mitski 2021 წელს ახალი სინგლით ბრუნდება.
5 ოქტომბერს მომღერალმა სინგლი “Working for the Knife” გამოაქვეყნა, რომლის მოსმენაც ნებისმიერ მუსიკალურ პლატფორმაზეა შესაძლებელი. კლიპში მისი შესრულებული ცეკვა, რომელიც თავად არტისტისთვიდაც ემოციურია, შესანიშნავად ახერხებს გადასცეს მაყურებელს თუ რას ნიშნავს შემოქმედება მისთვის. სიმღერა დაწერილია თავად მომღერლის მიერ, პროდიუსერი კი პატრიკ ჰილანდია, ვისთან ერთადაც Mitski წლებია მუშაობს.
Mitski შესრულების საინტერესო სტილით გამოირჩევა, სცენაზე სიმღერისა და მოძრაობის ქარიზმა მის ცოცხალ შესრულებებს განსხვავებულ ხიბლს აძლევს.
ბოლო ცოცხალი შესრულების შემდეგ, 2019 წელს, მომღერალმა სოციალურ ქსელ თვითერზე დაპოსტა, რომ ცოტახნით შეაჩერებდა სახალხო გამოსვლებს, თუმცა ახლახანს მის ოფიციალურ საიტზე დაიდო განცხადება 2022 წლის ტურის შესახებ. საიტზე არის ინფორმაცია მერჩის შესახებაც, რომლის დიზაინიც უცნობია, თუმცა ბილეთებთან ერთად უკვე გაყიდვაშია.
ახალ მუსიკალურ კლიპსა და ტექსტზე უკვე არსებობს თოერიები, რომლებიც საინტერესოდ განიხილავენ მომღერლის ნამღერს:
თავად ავტორი კი ამბობს:
“ეს (სიმღერა) იმის შესახებაა, თუ როგორია ცვლილება ოცნებებით სავსე ბავშვიდან ზრდასრულამდე, რომელსაც სამსახური აქვს. ამ ცვლილებაში კი ისეთი გრძნობა ჩნდება, თითქოს საკუთარი თავი სადღაც დაკარგე.
ეს არის თვალი გაუსწორო სამყაროს, რომელიც ვერ ხედავს შენს ჰუმანურობას და ვერ ხვდებოდე როგორ დააღწიო მას თავი”
