სცენის დიზაინი, როგორც მეტაფორა – ,,კალმარის თამაშის” სასტუმრო ესპანეთში

გადასაღები მოედნის დიზაინი ფილმში იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსახიობისთვის იდეის შესაფერისი სამოსისა და მაკიაჟის შერჩევა. სცენის დიზაინი მაყურებელს თავიდანვე უქმნის შესაბამის განწყობას, ამასთან, მისი მეშვეობით რეჟისორს საკუთარი ფარული ჩანაფიქრის, მხატვრული ხერხებისა და მინიშნებების რეალიზების საშუალება აქვს. გადასაღები მოედნის დიზაინზე მომუშავე ადამიანთა შრომა განსაკუთრებით დასაფასებელია თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მათი ეს სამუშაო, რომელიც ხშირად ხელოვნების ნიმუშს უტოლდება, უმეტეს შემთხვევაში გადაღების დასრულებასთან ერთად იშლება და მხოლოდ ფილმის კადრებში, ვირტუალურად განაგრძობს სიცოცხლეს.

როდესაც დასამახსოვრებელ სცენის დიზაინზე ვიწყებთ ფიქრს პირველი თავში ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული სერიალი ,,კალმარის თამაში“ მოგვდის. ფსიქოდელიურობა, პასტელური ფერები და მკვეთრი კონტრასტი არის იმ ნიშნების მცირე ჩამონათვალი, რაც ჰვანგ დონგ ჰიუჯის რეჟისორობით შექმნილ კორეულ კინოპროდუქტს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

არაფერია ორიგინალური, ყველაფერი რაღაცის ასლია და წარსულის მოვლენის შთაგონებით იქმნება – არც ,,კალმარის თამაშის“ მთავარი სცენის დიზაინი ყოფილა ორიგინალური, მასაც აქვს პროტოტიპი, თან არა მარტო წარსულში არამედ აწმყოშიც. ნებისმიერ მსურველს დღესაც აქვს საშუალება ესპანეთში მდებარე სასტუმროს მონახულების, რომელიც სერიალში წარმოდგენილი არარეალური სივრცის რეალური პროტოტიპია.

სერიალის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სცენის, ჩახლართული კიბეების შთაგონების წყაროდ სერიალის რეჟისორი მეოცე საუკუნის ჰოლანდიელი ხელოვანის, მორიც ეშერის ლითოგრაფიას ასახელებს. ჰოლანდიელი არტისტის ლითოგრაფია სახელწოდებით ,,მეზობლობა“ პირველად 1953 წელს დაიბეჭდა. ნამუშევარი გამოხატავს იმგვარ სამყაროს, როგორშიც მიზიდულობის კანონები არ მოქმედებს. კიბეების ეს ჩახლართული სტრუქტურა მეგობრული სამეზობლოს ცენტრად იქნა განსაზღვრული. ეშერის ლითოგრაფიაზე ხალხიც არის გამოსახული, რომლებიც იდენტურები არიან. ამ მხრივაც ხელოვანის ნამუშევარი სიმბოლურად უკავშირდება რეჟისორის ჩანაფიქრს. ირონიულია ის ფაქტი, რომ სერიალის რეჟისორმა სცენის დიზაინის პროტოტიპად ის ნამუშევარი აირჩია, რომელიც იდილიური სამეზობლოს, საერთო ინტერესების მქონე საზოგადოების ცენტრი უნდა ყოფილიყო. ჰოლანდიელი ხელოვანის ეს ნამუშევარი, სადაც გრავიტაციის კანონი უგულებელყოფილია სიმბოლურად უკავშირდება  ჰვანგ დონგ ჰიუჯის დისტოპიურ ფანტაზიის ნაყოფს, სადაც აგრეთვე ყველა კანონი და წესი უგულებელყოფილია და სადაც ადამიანები ხელოვნურად შექმნილ გარემოში იბრძვიან როგორც სიცოცხლისთვის, ასევე ფულისთვის.

 

წარსულში ჰოლანდიელი ხელოვანის იდეური ჩანაფიქრი, როგორც ჩანს, მისგან დამოუკიდებლად ესპანელმა არქიტექტორმა რიკარდო ბოფილმა განახორციელა. ბოფილის არქიტექტურული პროექტი იმ არარეალური სამყაროს პრაქტიკული რეალიზაციაა, რაც ეშერმა თავის ლითოგრაფიაში ჩაიფიქრა.  მომხიბვლელი საცხოვრებელი პროექტი ,,La Murlla loja“ (ესპ. წითელი კედლები) ვენესუელასთან ახლოს, კალპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ლაბირინთისებური ჩახლართული კიბეები, რთული კონსტრუქციები და მონუმენტური ნაგეგებობებით ის სერიალ ,,კალმარის თამაშის“ გადასაღები მოედნის დიზაინს გავს. La Muralla Roja ესპანელმა არქიტექტომა რიკარდო ბოფილმა 1973 წელს დააპროექტა.  სერიალისგულშემატკივრებმა ამ ორი ობიექტის მსგავსება მალევე შენიშნეს და კომპლექსს უკვე ,,კალმარის თამაშების“ სასტუმროდაც მოიხსენიებენ.