ბენდი Mother Mother ახალ სინგლს უშვებს

by Todd M. Duym

კანადურმა ბენდმა Mother Mother ერთი კვირის წინ ახალი სინგლი შესთავაზა მსმენელს. 2021 წელს ჯგუფი აქტიურობით გამოირჩევა; ახალი სიმღერის “Life”  მოსმენა ნებისმიერ მუსიკალურ პლატფორმაზეა შესაძლებელი. ტექსტი და ვიდეო კი მრავალეროვანი მსმენელისთვის, 7 ენაზეა ხელმისაწვდომი.

 

ბენდი 2005 წლიდანაა აქტიური, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ახალგაზრდა თაობისგან. ინდი როკის ჟანრში ერთ-ერთი გამორჩეული ჯგუფის ყოველი ალბომი განსვავებული სტილით გამოირჩევა. 2021 წელს ბენდის რიგით მერვე ალბომი “Inside” გამოვიდა. ბენდის სოლისტის რაიან გალდემონდის თქმით, ალბომი მარტოდ ყოფნისას, საკუთარ თავში, “შიგნით” აღმოჩენილ გრძნობებზეა “It’s not about being inside literally, it’s about going within“. ალბომის Review შეგიძლიათ იხილოთ აქ.

აქვე შეგიძლიათ მოისმინოთ ორიოდე სიმღერა ბენდის ბოლო ალბომიდან:

 

ახალი სინგლის გამოსვლის შემდეგ ბენდმა ტურიც დააანონსა, რომლის ბილეთები მათ ოფიციალურ საიტზეა ხელმისაწვდომი. Mother Mother კონცერტებს დეკემბერსა და იანვარში გეგმავს.

https://www.mothermothersite.com/

აქვე შემოგთავაზებთ ზოგიერთ სიმღერას წინა ალბომებიდან: