მარიამ შაჰინიანი – ამბები სურათებს მიღმა

ფოტოგრაფიით, ამბებით თუ ისტორიით დაინტერესებულთათვის ძველი სურათების დათვალიერება ნამდვილად მისწრებაა.

 

მაგრამ როგორი იქნებოდნენ სურათები, მათთვის წინიდან კი არა, უკნიდან რომ შეგვეხედა? რა ამბებს მოგვიყვებოდნენ ისინი და იქნებოდა თუ არა ეს ამბები თავდაპირველი ისტორიისგან განსხვავებული? 

 

ლაქები, ბეჭდები, დასველებული კუთხეები, განაკეცი ხაზები, ყვითელი ქაღალდი და მინაწერები – მოკლე, გაცრეცილი, ზოგჯერ თითქმის წაშლილი წარწერები სურათის უკანა მხარეს და ამბის ის ნაწილი, რომელსაც სათანადო ყურადღება არასდროს ექცევა.

 

ანაჰიტ ღაზარიანი – მწერალი და მკვლევარი – სწორედ ამ იდეით დაინტერესდა და გადაწყვიტა თურქეთში მცხოვრები პირველი სტუდიური ფოტოგრაფი ქალის, მარიამ შაჰინიანის, ნამუშევრები ამ იდეისთვის დაეკავშირებინა.

1994 წლის ივნისში მარიამ შაჰინიანის ფირებით სავსე ყუთი სანაგვე ყუთის გვერდით იეტვარტ ტომასიანმა იპოვა და მარიამის არქივი სამუდამოდ გაანდგურებას გადაარჩინა, თუმცა მისი სურათები კიდევ 25 წლის განმავლობაში არ გამჟღავნებულა. 

მარიამი 1905 წელს სივასში დაიბადა. სომხური წარმოშობის მიუხედავად, ბაბუის წყალობით, რომელსაც მთავრობაში მაღალი პოზიცია ეკავა, მარიამის ოჯახმა სომეხთა გენოციდი დანაკარგის გარეშე გადაიტანა. მიუხედავად მარიამის სურვილისა, გამხდარიყო ექიმი, უნივერსტიტეტში სწავლა ვერასდროს მოახერხა. სწავლის მაგივრად, მშობლების გარდაცვალების შემდეგ მამის ფოტო-ატელიეში გააგრძელა მუშაობა, რომელსაც მომავალი 50 წელი უძღვებოდა. მარიამის შემოქმედება 200 000-მდე ნამუშევარს მოიცავს და მათი უმრავლესობა ქალების სურათებია. 50 წლის განმავლობაში მარიამი ძველი, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი კამერით მუშაობდა და არც ატელიეს სახელი, ‘’FOTO GALATASARAY’’, გამოუცვლია არასდროს. 

2019 წელს ანიტ ღაზარიანმა მარიამ შაჰანიანის ცხოვრების კვლევა დაიწყო და სტამბოლში გატარებული ოთხი თვის შემდეგ, ამ ვებგვერდის საშუალებით, მარიამის ერთგვარი ალტერნატიული არქივი შექმნა. 

 

 

იქნებოდნენ სურათები, მათთვის წინიდან კი არა, უკნიდან რომ შეგვეხედა? რა ამბებს მოგვიყვებოდნენ ისინი და იქნებოდა თუ არა ეს ამბები თავდაპირველ ისტორიისგან განსხვავებული?