ზლადისლავ ბეკსინსკი – სიზმრების ფოტოგრაფი

~”მე მინდა ისე ვხატო, თითქოს სიზმრებს ვუღებ ფოტოს”~

ეს სიტყვები მეოცე საუკუნის პოლონელ შემოქმედს, ზლადისლავ ბეკინსკის, ეკუთვნის. განათლებით არქიტექტორმა, შემდგომში თვითნასწავლმა ფოტოგრაფმა, მხატვარმა და მოქანდაკემ, სურრეალისტურ ჟანრში განსაკუთრებული კვალი დატოვა. დისტოპიური, გოთიკური სტილის ნახატები ადამიანის ფსიქიკის ბნელ კუთხეებს სწვდება.

თავად ავტორს იხსენებენ, როგორც კარგ მოსაუბრეს, იუმორის გრძნობით და ოდნავი სიმორცხვით. მას არ უყვარდა თავშეყრის ადგილები და საკუთრ გამოფენებზეც კი თავს არიდებდა კომუნიკაციას. ნამუშევრებზე საუბარი არ სჩვეოდა; მისი თქმით, არ შეეძლო გონივრული განცხადება გაეკეთებინა ფერწერაზე – მის ნახატებს სახელები არც აქვთ. საინტერესოა, რომ ყოველთვის უარყოფდა სხვის კონკრეტულ იდეებსაც იმის შესახებ, თუ რას ნიშნავდა, რა იდეა იდო მის შემოქმედებაში, არ სურდა მათი ინტერპრეტირება. კლასიკური მუსიკის ფონზე ქმნიდა ფერწერას, რომელიც ხშირად ასახავდა სიკვდილს, უდაბნოებს, გვამისებრ ადამიანებს, შავბნელ ადგილებს, რომლებიც მაყურებელში შფოთვასა და უარყოფით გრძნობებს იწვევდა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, თავად ავტორის თქმით, მისი ნახატები ოპტიმისტური, იუმორისტულიც კია და მათ საზოგადოება არასწორად აღიქვამდა.

fot. Tomasz Wierzejski/FOTONOVA/East News

1977 წელს, სანოკიდან ვარშავაში გადასვლამე საკუთარი სახლის უკანა ეზოში ნახატები დაწვა. ამის შესახებ მხოლოდ ის განაცხადა, რომ ზედმეტად პირადული იყო და არ სურდა ხალხს ენახა.

მისი ცნობილი ნახატები ძირითადად 60-იან და 70-იან წლებშია შექმნილი.

სანამ ფერწერას შეიყვარებდა, ზლადისლავი ფოტოგრაფიით იყო გატაცებული. 1959 წელს მოეწყო გამოფენა, რომელსაც შემდგომში “ანტი-ფოტოგრაფია” უწოდეს. გამოფენაში ავტორის 15 ნამუშევარი შევიდა. მას სურდა, აბსტრაქცია ფოტოგრაფიაშიც ეჩვენებინა, ეს ნამუშევრებიც სურრეალისტულს ჰგავს და ავტორის ორიგინალური ხედვა ცხადად ჩანს.

 

ცხოვრების ბოლო წლები, მისი შემოქმედების მსგავსად, დრამატული და ბნელით მოცული აღმოჩნდა. 1998 წელს გარდაიცვალა მისი მეუღლე ზოფია, ერთი წლის შემდეგ კი მისმა შვილმა, ტომასმა თავი მოიკლა; ვაჟიგარდაცვლილი თავად ზლადისლავმა იპოვა.

2005 წლის 21 თებერვალს ვარშავაში, საკუთარ საცხოვრებელში ზლადისლავი მკვდარი იპოვეს, 17 ჭრილობით. ახლობელმა, ახალგაზრდა რობერტმა მას ფულის გამოძალვის მიზნით დანით მიაყენა ჭრილობები, რომლებიც საბოლოოდ ფატალური აღმოჩნდა.