არტემისია ჯენტილესკი – საღებავით ასახეული შურისძიება

XVII საუკუნის იტალიელი ხელოვანი არტემისია ჯენტილესკი დღეს თითქმის მივიწყებულია ხელოვნების ისტორიაში. ბაროკოს, კარავაჯოს სტილში მხატვარი ქალი თავის შემოქმედებაში ბიოგრაფიას, გრძნობებსა და თვითაღქმას აქსოვს.

არტემისია 1593 წელს რომში დაიბადა, მას ოთხი უმცროსი ძმა ჰყავდა, დედის გარდაცვალების შემდეგ კი, როცა თავად 12 წლის იყო, მათი აღზრდა მას დააწვა კისერზე. ამის გამო არ მიუღია განათლება და წერა–კითხვაც მოგვიანებით ისწავლა. არტემისიამ პატარა ასაკიდანვე გამოიჩინა ხელოვნებისადმი ინტერესი, მამამისი კი, რომელიც ასევე მხატვარი იყო, ხელს უწყობდა მის ნიჭსა და მონდომებას.

1610 წელს 17 წლის ასაკში არტემისია ქმნის ნახატს სახელწოდებით “Susanna and the Elders”, რომელიც კრიტიკოსების თქმით პირველი გამოვლინებაა მამაკაცთა დომინირებულ სფეროში არსებობის პროტესტისა. ნახატი დაფუძნებულია იმ დროის პოპულარულ ამბავზე, რომელზეც არაერთმა ავტორმა შექმნა ნამუშევარი, თუმცა არტემისიას ვერსიაში ყველაზე კარგადაა მსხვერპლის გრძნობები გადმოცემული.

1611 წელს ატრემისას ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი დგება. მამამისის კოლეგამ და დროებითმა მასწავლებელმა, აგოსტინო ტასიმ 18 წლის არტემისია გააუპატიურა. ამის შესახებ მან და მამამისმა საქმე აღძრეს ტასის წინააღმდეგ. სასამართლოში ქალს  წამების ქვეშ მოუხდა ემტკიცებინა სიმართლე (ხელსა და თითებზე უჭერდნენ თოკებს რადგან ტკივილისას მხოლოდ სიმართლე ეთქვა). ტასის დანაშაული დამტკიცდა თუმცა მის მიმართ დაკისრებული სასჯელი არასდროს აღსრულებულა.

არტემისიამ მალევე მიატოვა რომი და ფლორენციაში წავიდა საცხოვრებლად, სადაც მისი საქმრო ცხოვრობდა. ეს არ იყო ბედნიერი ქორწინება, თუმცა არტემისიას საშუალება მიეცა გაეგრძელებინა სწავლა. 1616 წელს პირველი ქალი გახდა, რომელიც ფლორენციის სამხატვრო აკადემიაში, “Accademia di Arte del Disegno” ჩაირიცხა.

“Judith beheading Holofernes” არტემისიას შემოქმედებაში გამორჩეული ნახატია. ჯუდითის ისტორია იმ პერიოდისთვის სხვა შემოქმედებმაც გადმოსცეს. ქვრივი ჯუდითი კლავს ასირიელ გენერალს, ჰოლოფერნეს, რომელმაც იგი შეურაცხყო იგი. კრიტიკოსთა აზრით ჯუდითში არტემისიამ საკუთარი თავი ჩახატა, ხოლო ჰოლოფერნეში ტასი, ამ ნახატით გამოხატა შურისძიება.

“Lucretia,” კიდევ ერთი საინტერესო ნახატი, ლუკრეციას თვითმკვლელობის სცენას გამოხატავს, რომელიც მისი ქმრის, რომაელი სარდლის,  ერთ-ერთმა მეომარმა გააუპატიურა.

მსგავსი პროტესტის გამომხატველი ნამუშევარები ბევრია არტემისიას შემოქმედებაში:

იგი ხატავდა ავტოპორტრეტებსაც, რომლებმაც შემოქმედის თვითაღქმული სახე შემოუნახა ისტორიას:

მისი შემოქმედება მის ემოციურ ბიოგრაფიას გადმოსცემს. კრიტიკოსთა თქმით ნახატები ასახავს რენესანსის პერიოდის ერთ-ერთ სტილს “Power of woman”, სადაც ქალები ძლიერ ფიგურად არიან წარმოდგენილნი

უკანასკნელ წლებში არტემისია ნეპალში ცხოვრობდა, მისი გარდაცვალების ზუსტი წლები უცნობია (დაახლოებით 1652).

ცხოვრების განმავლობაში მან ოთხი შვილი დაკარგა, მხოლოდ ერთმა გოგონამ შეძლო ზრდასრულობისთვის მიეღწია. უბედური ცხოვრებით გამოწვეული განცდები არტემისიას შემოქმედებაში გადმოჰქონდა. ქალების ფიგურას გამოსახავდა თავის დროსთან შედარებით განსხვავებულად.ხშირად პერსონაჟებში საკუთრ თავს ხატავდა, მძიმე თემატიკის ნახატებში პროტესტს გამოხატავდა ცხოვრებისეული მოვლენების, უსამართლობისა და მამაკაცთა დომინირებულ სისტემაზე.