კვირის მნიშვნელოვანი მუსიკალური სიახლეები

ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ მუსიკალურ სფეროში კვირის განმავლობაში მომხდარ მნიშვნელოვან სიახლეებს, რომლებიც ამ მიმდინარეობის მოყვარულებს არ უნდა გამორჩეთ.


  1. FKA Twigs-მა ბრიტანელ რეპერთან თანამშრომლობით ახალ სინგლი, Measure of a Man გამოუშვა.
Photo Diana Kunst, via Instagram/@fkatwigs

მომღერლის კარიერის უმნიშვნელოვანესი ალბომის ,,MAGDALENE”-ის გამოსვლიდან ზუსტად ორი წლის თავზე, Fka twigs-მა მსმენელს რეპერ Central Cee-სთან თანამშრომლობით შექმნილი მუსიკალური ნაწარმოების შესახებ ამცნო, რომელიც ფილმ The King’s Man -ის საუნდტრეკი იქნება. აღნიშნულ ნაწარმოებიშიც მომღერლისთვის დამახასიათებელი სიღრმე და მისტიურობა იგრძნობა, რომელსაც კარგად ეხმაება რეპერის პარტიაც.

ნაწარმოებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ.


2. უიტნი ჰიუსტონის გამოუქვეყნებელი სიმღერის დემო ვერისა აუქციონზე უნიკლური ტოკენის ანუ NFT-ს სახით გაიყიდება.

Pascal Le Segretain/Getty Images

უიტნი ჰიუსტონის გამოუქვეყნებელი დემო აუქციონზე NFT-ის სახით მომავალ თვეში გაიყიდება. სრულმეტრაჟიანი სიმღერა არის ჰიუსტონის ადრეული კარიერიდან, რომელიც მომღერალმა 17 წლის ასაკში ჩაწერა. აუქციონის გამარჯვებულს ექსკლუზიურად ექნება წვდომა დემოსა და სიმღერის ვიდეო ნამუშევარზეც, რომლებიც სპეციალურად ახალგაზრდა არტისტის, დიანა სინკლერის მუსიკისთვის არის შექმნილი.


3. რედიოჰედის  Kid A Mnesia exhibition-ის თრეილერი გავრცელდა.

Radiohead, Kid A Mnesia Exhibitionvia YouTube/Radiohead

Kid A Mnesia Exhibition  რედიოჰედისა და ფორტნაითის თანამშრომლობით შექმნილი ახალი პროდუქტის სახელწოდებაა. ეს არის ვირტუალური შოუ, რომელიც, მათი განმარტებით, იქნება ,,ამოტრიალებული ციფრული/ანალოგური სამყარო.” როგორც თრეილერშია ნაჩვენები, მასში წარმოდგენილია ტომ იორკისა და სტენლი დონვუდის ნამუშევრები და პროდიუსერის, ნაიჯელ გოდრიჩის ხმის დიზაინი.


4.  ABBA-მ პირველი საშობაო სიმღერის გამოშვება დააანონსა.

Courtesy ABBA Voyage

ჯგუფმა ოფიციალური გვერდის ერთ-ერთ ბოლო ინსტაგრამ პოსტით თავიანთი ახალი საშობაო სიმღერის გამოშვების თარიღი დააანონსა. სიმღერა, სახელწოდებით ,,little things” მათი ბოლო ალბომის – ,,ვოიაჟის” ნაწილია. 40 წლიანი პაუზის შემდგომ ჯგუფის მხრიდან  ახალი ალბომისა და მსმენელთა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თემატიკის, საშობაო სიმღერის გამოშვება მათი გულშემატკივრებისთვის წინა საახალწლოდ ერთგვარი სიურპირზი იყო.


5. ,,Plastic Love”-ის ოფიციალური ვიდეორგოლი გადაიღეს.

იაპონელი მუსიკოსის Mariana Takeuchi-ს ყველაზე ცნობილი ტრეკი ,,Plastic love” 1984 წელს არის ჩაწერილი. ინტერნეტსივრცეში ბოლო ხანებში მისმა არაოფიციალურმა ვერსიებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. სიმღერის ოფიციალური ვიდეორგოლი აქამდე არ არსებობდა, თუმცა ცოტა ხნის წინ Warner Music Japan-ის მიერ გადაღებული სიმღერის ოფიციალური ვიდეო გამოქვეყნდა. ვიდეორგოლი იაპონიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს,  იაპონური ჩარტების TOP 10 მუსიკას შორის ის პირველ ადგილზეა. ალბათ, ეს ფაქტი განსაკუთრებით საინტერესოა იმის ფონზე, რომ 1984 წელს სიმღერა 84-ე პოზიციაზე იყო.