არმაზი

“ღმერთი ღმერთთა არმაზ…

ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წჳიმისა მომცემელნი და

ქუეყნისა ნაშობთა გამომზრდელნი…” – შატბერდის კრებული Xს

არმაზი ქართულ წარმართულ კულტურაში მთავარი ღვთაებაა. ისტორიული ცნობების მიხედვით, არმაზის კულტი ქართლში მეფე ფარნავაზმა ძვ.წ IV-III საუკუნეში დააკანონა, თუმცა ღვთაება აღმოსავლეთ საქართველოში მანამდეც ატარებდა მნიშვნელობას.

ღვთაებაში ერთიანდებოდა უზენაესი ღმერთისა და მეომრის ფუნქციები, რაც ნიშნავდა ჭექა-ქუხილის, წვიმის, მცენარეთა მართვისა და ომის, მეომართა მფარველობას. არმაზი სინკრეტულ ღვთაებადაა ცნობილი, რაც ნიშნავს, რომ იგი აერთიანებს სხვადასხვა იდეოლოგიებსა და კულტურას. მაგალითისთვის, არმაზის ფუნქციები მიმსგავსებულია, ბერძნულ არესზე, დემეტრასა და ზევსზე, თუმცა ასევე ჰგავს ხეთურ ღვთაებებს.

მემატიანის ცნობით, ფარნავაზ  შექმნა კერპი დიდი სახლსა ზედა თვისსა. ასევე არს არმაზი, თავსა ზედა ქართლისასა.”  კერპი მცხეთაში იდგა. ისტორიული წყაროების მიხედვით, სპილენძის მეომარს ოქროს მუზარადი ეხურა და ხელში შუბი ეჭირა.

შატბერდის კრებული Xს: აჰადგა კაცი ერთი არმაზი სპილენძისატანთ აცვია ჯაჭვი ოქროისა და ჩაფხუტი ოქროისასამხარნი ესხნეს ფრცხილი და ბივრიტიხელთა აქვნდა ხმალი ლესულირომელი ბრწყინავდა და იქცეოდა ხელსა მისსა…”

ავტორი: როინ ჭყოიძე

კერპის სიდიადესა და შემაძრწუნებლობაზე ცნობები ინახება ნაშრომშიც “მოქცევაი ქართლისაი” (XI საუკუნე): დავდეგ ახლოს კერპისა მის, ნაპრალსა ზღუდისასა და ვხედევდი საკვირველებათა და საშინელსა, რომელი თქუმად ენისა ვერ ეგების, ვითარ იგი იყო ზარის აღსახდელი შიშითა ძრწოლით მეფეთა მათ და ყოვლისა ერისა“.

აქვნდა ხრმალი ბრწყინვალევითარცა ელვა და იქცეოდა ხელთა შინაუკეთუ ვინმე შეეხებინთავი თვისი სიკვდილად განწირის

ღვთაებისთვის იმართებოდა დღესასწაულები მცხეთაში, სადაც მონაწილეობას იღებდა როგორც მოსახლეობა, ასევე სამეფო ოჯახი. ზაფხულში მცხეთის ქუჩები ირთვებოდა ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით, იმართებოდა გამოსვლები, ღვთაებას სწირავდნენ ძღვენს.

საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ახ.წ IV საუკუნეში, გაუქმდა არმაზის კულტი და დაინგრა კერპიც. არმაზის სახელზე იდგა ციხეც, რომელიც პომპეუსის ლაშქრობისას, ახ.წ 65 წელს განადგურდა.