ქართული ქალაქები ელენე ახვლედიანის შემოქმედებაში

ელენე ახვლედიანის მხატვრობა ქართულ კონტექსტში ნამდვილად გამორჩეულია, საზოგაოდებისთვის კი ძირითადად თბილისური ხედებით არის ცნობილი. ამ პეიზაჟებით ელენემ ძველი თბილისის ხასიათი და ფერები ტილოზე სამუდამოდ შემოინახა. შემოქმედების მგსავსად, ელენეს ბიოგრაფიაც ძალიან საინტერესოა – 1920-იან წლებში პარიზში მიღებული განათლებისა და გამოცდილებისა შემდეგ საქართველოში დაბრუნებულმა ევროპული გამოფენების სერია თბილისში, ქუთაისსა და თელავში გააგრძელა. ელენეს სახლი და სახელოსნო კი, რომელიც დღეს მისივე სახელობის სახლ-მუზეუმად არის ქცეული, მეოცე საუკუნის თბილისის კულტურულ კერასა და გერტრუდა სტაინის სახლის მსგავს თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. 

გარდა თბილისური ხედებისა, ელენეს შემოქმედება სხვა ქართული ქალაქების პეიზაჟებსაც მოიცავს, რომლებიც ფერებითა თუ ხასიათით თბილისურ ხედებს ნამვდილად არ ჩამოუვარდება, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი. ეს ნახატები კი იმ ხასიათის მატარებლები არიან, რომელთაც გასული საუკუნის თელავი, ქუთაისი, ბორჯომი ატარებდნენ და რომლებიც, სამწუხაროდ, მეოცე საუკუნეს გადაჰყვა კიდეც. მეხსიერების თავიდან შესაქმნელად და ელენე ახვლედიანის, როგორც ქართული მხატვრობის გამორჩეული ფიგურის, სათანადოდ დასაფასებლად კი მისი შემოქმედების მეტ-ნაკლებად სრულფასოვნად ცოდნა არის საჭირო.