რაკურსი – ვივიენ მეიერი

სტატიის პირველი ნაწილი იხილეთ აქ

 

ვივიენ მეიერის იდუმალებით მოცული და უზომოდ საინტერესო ცხოვრება განსაკუთრებით ცნობილი 2013 წლის დოკუმენტური ფილმის ,,Finding Vivivan Maier’’ წარმატების შემდეგ გახდა. 1926 წელს ამერიკაში დაბადებული ვივიენი მალევე საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა და ფოტოგრაფიითაც, სავარაუდოდ, იქ დაინტერესდა. ფოტოგრაფი ამერიკაში  1951 წელს დაბრუნდა და ხუთ ათწლეულზე მეტი ჯერ ნიუ-იორკში, შემდეგ კი ჩიკაგოში გაატარა, სადაც მისი სურათების უმეტესობა არის გადაღებული. მთელი ამ დროის განმავლობაში ვივიენი სხვადასხვა ოჯახში ძიძად და აღმზრდელად მუშაობდა, პარალელურად კი ე.წ. ,,ქუჩის ფოტოგრაფიით’’ იყო დაკავებული. 

 

 

ვივიენის ნამუშევრებზე დაკვირვებისას განსაკუთრებით საინტერესოა ის რაკურსი, რომლიდანაც სურათებია გადაღებული. Rolleiflex გერმანული ფოტოკამერაა, რომელიც 1929 წელს გამოიშვა და რომელსაც არაერთი ქუჩის ფოტოგრაფი, მათ შორის ვივიენ მეიერი, იყენებდა. ეს კამერა ვივიენს ჩამოკიდებული ჰქონდა კისერზე, მკერდის სიმაღლეზე და სურათებსაც ამ რაკურსიდან იღებდა, შესაბამისად ვივიენის ნამუშევრების თვალიერებისას, შეგვიძლია, ფოტოკამერის უკან მდგარი ვივიენიც დავინახოთ.