ინტერიერის დიზაინის 5 მიმდინარე ტრენდი

საცხოვრებელი სივრცე, რომელიც ბოლო წლებში ბევრი ადამიანისთვის სამუშაო სივრცის ფუნქციასაც ითავსებს, ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ინტერიერის დიზაინი ყოველთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სფერო, თუმცა მისი აქტუალობა ბოლო წლებში ერთიორად გაიზარდა. საცხოვრებელი თითოეული ადამიანის იდენტობის ნაწილია, არ აქვს მნიშვნელობა ინტერიერში გამოყენებული დეტალების თუ დეკორის ღირებულებას, მთავარი ის არის, რომ ჩვენი საცხოვრებელი ჩვენსავე ბუნებას ირეკლავდეს.

როგორც თითქმის ყველა სფეროს, ინტერიერის დიზაინსაც აქვს თავისი  მიდგომები, წლიდან წლამდე ფერებსა თუ ფორმასთან მიმართებით იცვლება ტენდენციები. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური ხდება არატრადიციული ფორმის დეკორის ელემენტები, იქნება ეს ლამპა, სასანთლე თუ სავარძელი. გამორჩეულმა დიზაინმა შესაძლოა კომფორტულობაც კი გადაწიოს უკანა პლანზე და ჩვენს საცხოვრებელში ისეთი ნივთებიც აღმოჩნდეს რაც ნაკლებად მოსახერხებელი გვეჩვენება, თუმცა ინტერიერს მეტ ინდივიდუალურობას სძენს.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ნივთებსა და ინტერიერის დეტალებს, რომლებიც თქვენს საცხოვრებელს გამორჩეულ შტრიხებს შესძენს, მას მეტ ინდივიდუალურ ხასიათს მიანიჭებს და თქვენს განწყობაზეც დადებითად აისახება.

  1. სარკე ინდივიდუალური დიზაინის ჩარჩოთი
  2. კედლის დეკორი. საყვარელი პოსტერები ან ხელოვნების ნიმუშები
  3. არატრადიციული დიზაინის სავარძელი
  4.  გეომეტრიული ფიგურების ვარირებით შექმნილი ხალიჩა
  5. განსხვავებული ფორმისა და ფერის სანათი

     

    ეს ის ნივთებია, რომლებიც თქვენი საცხოვრებელი სივრცის რენოვაციისას სახელმძღვანელოდ გამოგადგებათ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ფერებითა და ფორმებით ცვალებადობას, რადგან ასე ინტერიერში სივრცეს შემოიტანთ და თქვენ საცხოვრებელ გარემოს უფრო ინდივიდუალურ შტრიხებსაც შესძენთ. არ შეუშინდეთ სიახლეებს, რადგან ხშირად სწორედ ექსპერიმენტებს მივყავართ სწორ გადაწყვეტილებამდე.