შემოქმედებითი განათლების სტუდია CES დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად 30 იანვარს ღონისძიებას მართავს. შოუქეისი 14 საათზე “მუტანტ რადიოში” დაიწყება და, პარალელურად, მათ საიტზე პირდაპირ ეთერში გადმოიცემა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი არტისტები, როგორებიც ანუშკა ჩხეიძე, ნიკაკოი და სხვები არიან. CES დიზაინის, აუდიო-ვიდეო და მუსიკის შემოქმედებითი მედია სკოლაა, რომელიც ათობით ქართველ პროფესიონალს აერთიანებს. დაარსებიდან დღემდე სტუდიას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს.