ევროვიზია 2022 – ვინ არიან უკვე არჩეული მონაწილეები?

2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი იტალიაში გაიმართება, რაც 2021 წელს ბენდის Måneskin – ის გამარჯვების შედეგია. ტურინში კონკურსის ნახევარფინალები 10 და 12 მაისს, ხოლო ფინალი 14 მაისს გაიმართება. წინა კვირაში ცნობილი გახდა კონკურსის წლევანდელი სლოგანიც: „სილამაზის ხმა“. წელს ევროვიზიაზე საქართველოს ბენდი Circus Mircus წარადგენს, რომელიც თავის სიმღერას მეორე ნახვერფინალში შეასრულებს.

სანამ Circus Mircus – ის საკონკურსო სიმღერა გამოვა, წარმოგიდგენთ ქვეყნებს, რომლებაც საკუთარი წარმომადგენლები და სიმღერა უკვე აარჩიეს:

  • პირველმა თავისი სიმღერა ბულგარეთის წარმომადგენელმა, 2012 წელს შექმნილმა ბენდმა, Intelligent Music Project – მა გამუშვა. სიმღერას Intention ჰქვია და ამ სიმღერით ბულგარეთი პირველ ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას.
  • ჩეხეთის რესპუბლიკამ საკუთარი წარმომადგენელი შესარჩევი კონკურსის, ESCZ-ს, საფუძველზე შეარჩია. შვიდ მონაწილეს შორის გამარჯვება 2018 წელს პრაღაში შექმნილმა ელექტროპოპ ბენდმა We Are Domi-მ მოახერხა სიმღერით Lights Off.
  • 29 დეკემბერს გაიმართა ალბანეთის შესარჩევი კონკურსი, Festivali i Këngës, რომელშიც ცნობილმა ალბანელმა მომღერალმა რონელა ჰაიატიმ გაიმარჯვა. მის სიმღერაში გამოყენებულია როგორც ალბანური, ასევე ინგლისური ენები.
  • 29 იანვარს მოლდოვამაც აირჩიე საკუთარი წარმომადგენელი. ქვეყანას Zdob și Zdub და ფრატიი ადვაჰოვი წარადგენენ სიმღერით Trenulețul. ბენდმა Zdob și Zdub მოლდოვა ევროვიზიაზე უკვე წარადგინა 2005 და 2011 წლებში.
  • ჯერჯერობით უკანასკნელი ქვეყანა, რომელსაც საკუთარი წარმომადგენელი უკვე შერჩეული ჰყავს ესპანეთია. შესარჩევი კონკურსი Benidorm Fest 2022  29 იანვარს გაიმართა და მასში შანელ ტერერომ გაიმარჯვა სიმღერით SloMo.

სხვა ქვეყნების მიერ არჩეულ წარმომადგენლებსა და სიმღერებს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.