„ექვსი“ – ამბავი იმისა, თუ როგორ იქცნენ ტიუდორი დედოფლები პოპ ვარსკვლავებად

ინგლისურ ენაში არსებობს გავრცელებული რითმა – „divorced, beheaded, died, divorced, beheaded, survived” („განქორწინებული, თავმოკვეთილი, გარდაცვლილი, განქორწინებული, თავმოკვეთილი, გადარჩენილი“). ამ ფრაზის გამოყენებით მასწავლებლები ხშირად ბავშვებს ისტორიის სწავლას უადვილებენ. ექვსივე სიტყვა სრული სიზუსტითა და თანმიმდევრბით შეესაბამება ჰენრი VIII ტიუდორის ურთიერთობას მის ექვს ცოლთან. სწორედ ამ სიტყვებით იხსნება 2017 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის ორი სტუდენტის მიერ შექმნილი მიუზიკლი „ექვსიც“, რომელიც ისტორიას არა მეფის, არამედ მისი მეუღლეების პერსპექტივიდან გვაცნობს.

ინამიკური თხრობის სტილით, ადვილად დასამახსოვრებელი, რიტმული სიმღერებითა დასტორიულიალების პოპ ვარსკვლავებად წარმოჩენით „ექვსმა“ მაყურებლის გული მალევე მოიგო. ტობი მარლოუმ და ლუსი მოსმა მიუზიკლი ედინბურგის ფესტივალისათვის შექმნეს, თუმცა ამავე ფესტივალზე ჯილდოს მოპოვება ვერ მოახერხეს. მიუხედავად თავდაპირველი მცირედი წარუმატებლობისა, „ექვსის“ შექმნიდან 5 წელიწადში მიუზიკლმა კემბრიჯის მცირე სცენიდან ბროდვეიზე გადაინაცვლა.

“ექვსის” თავდაპირველი შემადგენლობა ედინბურგის ფესტივალზე. ფოტო: Brett Considine

აინტერესოა, რა განაპირობ შოუს თავბრუდამხვევი წარმატება. მიზეზი მრავალ ფაქტორს აერთიანებს. პირველ რიგში, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ექვსი“ სცილდება მიუზიკლის ტრადიციულ ნარატივს, ომლის მიხედვით ამბავს აქვს გამოკვეთილი დასაწყისი, კულმინაცია და დასასრული. აქ ვერ ვხვდებით პროტაგონისტებსა და ანტაგონისტებს. ამ ისტორიას არ ჰყავს ალექსანდრე ჰამილტონი თავისი აარონ ბურით, არც რომელიმე მოქმედი გმირი ცდილობს ბედთან დაპირისპირებით მოცემულობ ყველას სასიკეთოდ შემოტრიალოს. „ექვსში“ ვისმენთ უკვე მომხდარ, წარსულს ჩაბარებულ ისტორიებს, რომელთა შეცვლა აღარავის შეუძლია და რომლებიც მეტწილად არცთუ სასიამოვნოდ დამთავრდა. ამ ყველაფრის მიუხედავად შოუ დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. წარმოდგენას უფრო მეტად პოპ მუსიკის კონცერტის სახე აქვს, ვიდრე ყველასთვის ნაცნობი კლასიკური სიუჟეტებისა. აქ 6 მომღერალი ქალი პირადი ისტორიისა და გამოცდილების გაზიარებითა და შედარებით ცდილობს სოლისტის ადგილის დაკავებას. ყველა ეს ისტორია კი, რა თქმა უნდა, უკავშირდება ჰენრი VIII-ს. ამბები და თქმულებები, რომლებიც ტიუდორი მეფის ცოლქმრული ურთიერთობების გარშემო ტრიალებს ჩვენთვის აქამდე მხოლოდ ერთი რაკურსით იყო ცნობილი. „ექვსში“ კი მოქმედი გმირები წარმოგვიდგებიან არა როგორც მხოლოდ მეფის ცოლები და განყენებული ისტორიული პირები, არამედ დამოუკიდებლად არსებული პერსონაჟები – ქალები, რომლებმაც მრავალფეროვანი ცხოვრება განვლეს, ქალები, რომლებსაც უამრავი სათქმელი დაუგროვდათ.

 

“ექვსი” ბროდვეის სცენაზე. ფოტო: Joan Marcus

მასთან ერთად, თითოეული პერსონაჟი მარტივად ახერხებს მაყურებელთან კავშირის დამყარებას. ამბებსა და თანამედროვეობას შორის არსებული ხუთსაუკუნოვანი ინტერვალის მიუხედავად, გმირების მონაყოლი რელევანტურობას არ კარგავს. ჟარგონზე ამღერებული დედოფლები თანამედროვე პოპ ვარსკვლავების იმიჯითა და შემოქმედებით არიან შთაგონებული. ქეთრინ არაგონელის ვიზუალსა და სოლოში კარგად იგრძნობა ბიონსეს გავლენა. ენ ბოლეინი მაილი საირუსისა და ლილი ალენის გაერთიანებული სახეა. მესამე და გავცელებული აზრის თანახმად, საყვარელი მეუღლის, ჯეინ სიმურის სიმღერა კარგად მიესადაგება ადელის სტილს. ანა კლეველი ნიი მინაისეული რეპის ელემენტებით ყვება მეფესთან გატარებული არცთუ სასიამოვნო ცხოვრების შესახებ. ქეთრინ ჰოვარდი, რომლის მცირეწლოვანებასაც ხაზი რამდენჯერმე ესმება, ისეთი ვარსკვლავების თარგზეა გამოჭრილი, რომლებმაც წარმატებას ადრეული ასაკიდანვე მიაღწიეს და რომლებიც ხშირად გამხდარან პუბლიკის მხრიდან სექსუალიზების ობიექტი. სწორედ ამიტომაც გავს მისი ვიზუალი არიანა გრანდეს, სოლო – ბრიტნი სპირსის ცნობილ მელოდიათა ნაზავს. საბოლოოდ კი სოლო გამოსვლებს კეტრინ პარი ასრულებს ალიშა კისისათვის დამახასიათებელი ვოკალური სტილით.

მარცხნიდან მარჯვნივ: ქეთრინ არაგონელი, ენ ბოლეინი, ჯეინ სიმური, ანა კლიველი, ქეთრინ ჰოვარდი, ქეთრინ პარი. ფოტო: Meilan Solly / Photos via Wikimedia Commons

მიუზიკლის სიუჟეტის შემქმნელებს სურდათ ისტორიული ქალების ხმა მაყურებლისა, თუ მსმენელისათვის სრულიად ახლებურად მიეწვდინათ. რაც შეეხება მიუზიკლის სტილს, მისი პოპ კონცერტად გადაქცევა შოუს დინამიურობის  სურვილმა განაპირობა. ძნელი სათქმელია, დაიკავებს თუ არა „ექვსი“ ბროდვეის ლეგენდებს შორის ადგილს, თუმცა ფაქტია, რომ მისი პოპულარობა შემთხვევითი არ ყოფილა და კრიტიკოსებისა თუ მაყურებლის მხრიდან მიღებული დადებითი გამოხმაურება მისი უნიკალურობის დამსახურებაა.