Killing Eve-ის მეოთხე სეზონის ოფიციალური ტრეილერი გამოვიდა

სულ რამდენიმე საათის წინ ცნობილი ბრიტანული სერიალის, Killing Eve-ის მეოთხე სეზონის ოფიციალური ტრეილერი გამოვიდა. ახალ სეზონზე მუშაობა ჯერ კიდევ 2021 წლის ზაფხულში დაიწყო და უახლესი ინფორმაციით პრემიერა 27 თებერვალს გაიმართება. როგორც სერიალის შემქმნელებმა განაცხადეს, მეოთხე სეზონი, სამწუხაროდ, უკანასკნელი იქნება და ივისა და ვილანელის უდავოდ საინტერესო ამბავი საბოლოოდ 32 ეპიზოდით შემოიფარგლება.