“ყველა ჩვენგანი მკვდარია” – Netflix-ის ახალი სერიალი

„კალმარის თამაშის“ შემდეგ მსოფლიოს ყურადღება კიდევ ერთმა სამხრეთ კორეულმა სერიალმა „ყველა ჩვენაგნი მკვდარია”-მ მიიპყრო. სერიალი Netflix-ის ონლაინ პლატფორმაზე 28 იანვარს გამოვიდა და უკვე დიდი გამოხმაურება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ Twitter-ის სტატისტიკის მიხედვით ამ სერიალზე უფრო მეტი პოსტი დაიდო, ვიდრე HBO-ს პოპულარულ სერიალზე „ეიფორია“, რომლის მეორე სეზონის ახალი სერია 30 იანვარს გამოვიდა.

„ყველა ჩვენგანი მკვდარია“ ზომბი აპოკალიფსის დროს სკოლაში გაჭედილი მოსწავლეების შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც თავის გადასარჩენად სკოლიდან ბრძოლით გამოღწევა უწევთ. სერიალი 2009-2011 წლებში გამოსულ ჯუ დონგ გუნის ვებტუნზე „ახლა, ჩვენს სკოლაში“ არის დაფუძნებული.

ALL OF US ARE DEAD - ScareTube
Picture credits to Netflix

ჯეი ქიუ ლის და კიმ ნამ სუს რეჟისორობით გადაღებულ სერიალს IMDB – ზე 7.7, ხოლო Rotten Tomatoes – ზე 82% დადებითი შეფასება აქვს. გარდა ამისა, მასზე ისეთმა ჟურნალებმა გამოაქვეყნეს სტატიები, როგორიცაა The Guardian და Daily Mail.

„ყველა ჩვენგანი მკვდარია”-ში მონაწილეობენ მსახიობები პარკ ჯი ჰოო, უნ ჩან იუნგი, ჩო ი ჰიუნი და „კალმარის თამაშის“ ვარსკვლავი ლი იოო მი. სერიალი მხოლოდ და მხოლოდ 12 სერიისგან შედგება და მისი ყურება Netflix–ზე არის შესაძლებელი.