მორის ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამა Gjon’s Tears-ის სიმღერაზე Tout l’Univers შეასრულა

ქართველმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა, დღეს პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ჯგუფური შეჯიბრის ფარგლებში იასპარეზა. მან თავისი გამოსვლა 2021 წლის ევროვიზიაზე შვეიცარიის წარმომადგენლის, Gjon’s Tears-ის, სიმღერაზე Tout l’Univers შეასრულა, რაშიც 92.37 ქულა დაიმსახურა და საბოლოო ჯამში მეოთხე ადგილზე გავიდა. ამ შედეგმა საქართველოს მოცგურავეთა გუნდს 7 ქულა შემატა.

Picture credits to Danielle Earl on Instagram

Tout l’Univers ევროვიზიაზე შვეიცარიის ერთერთი ყველაზე წარმატებული გამოსვლაა. Gjon’s Tears–მა ფინალში ჟიურის შეფასებით პირველი ადგილი დაიკავა, მაგრამ საბოლოო ჯამში მესამე ადგილზე გასვლა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელმა არტისტმა ფინალამდე საკუთარ ნახევარფინალში პირველ ადგილზე გავიდა.

დღეს ქართველებმა ასევე იასპარეზეს ყინულზე ცეკვასა (გიორგი რევია და მარია კაზაკოვა) და წყვილების ციგურაობაში (კარინა საფინა და ლუკა ბერულავა). ჯერჯერობით ჩვენი ქვეყანა ჯგუფურ შეჯიბრებაში მეშვიდე ადგილზე იმყოფება. ჯგუფური შეჯიბრება 6 თებერვალს გაგრძლედება ქალების მოკლე პროგრამით, სადაც ასევე გვეყოლება წარმომადგენელი ანასტასია გუბანოვა. ქართველი სპორტსმენები ჯგუფური შეჯიბრების შემდეგ ყველა კატეგორიაში ინდივიდუალურადაც იასპარეზებენ.

ყვითელაშვილის გამოსვლას შეგიძლიათ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უყუროთ.