ამაზონი The Rings of Power-ის პირველ პოსტერებს აქვეყნებს

რამდენიმე საათის წინ Prime Video-მ გამოაქვეყნა Lord of the Rings: The Rings of Power-ის 20-მდე პოსტერი. ფოტოებზე მხოლოდ პერსონაჟების ხელებს, სამოსსა და აღჭურვილობას ვხედავთ.

Lord of the Rings: The Rings of Power (ბეჭდების მბრძანებელი: ძალაუფლების ბეჭდები) Amazon Prime-ის სატელევიზიო ადაპტაციაა, რომლის სიუჟეტი ჰობიტსა და ბეჭდების მბრძანებელში განვითარებულ მოვლენებამდე ბევრად ადრე ვითარდება. ცნობილია, რომ სერიალს 8 ეპიზოდი ექნება. 

შოუს სიუჟეტი შეეხება შუახმელეთის მეორე ეპოქას: ბეჭდების შექმნასა და საურონის აღზევებას. “პრაიმ ვიდეომ” გაასაჯაროვა სამსახიობო შემადგენლობის ძირითადი ნაწილიც. იანვარში მაყურებელმა ერთწუთიანი თიზერიც იხილა.

Amazon-მა სერიალზე მუშაობის უფლებები ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში მოიპოვა, რაშიც დაახლოებით 250 მილიონი დოლარი გადაიხადა. სტუდიას შოუზე მუშაობა დამატებით 500 მილიონ ამერიკული დოლარი დაუჯდა, რაც მას ყველაზე ძვირადღირებულ სერიალად აქცევს ისტორიაში. პრემიერის თარიღად 2022 წლის 2 სექტემბერია ჩანიშნული. მეორე სეზონზე მუშაობის დაწყება 2022 წელსვეა დაგეგმილი.