ჯორჯია ო’კიფი – პირველი ქალი მოდერნიზმში

photograph by Alfred Stieglitz

ჯორჯია ო’კიფი ერთ-ერთი პირველი ამერიკელი მოდერნისტი მხატვარია, XX საუკუნის ხელოვნების ამ მიმდინარეობაში პირველი ქალი და საკმაოდ გამორჩეული ხელოვანი.  

1887 წლის 15 ნოემბერს დაბადებულმა ჯორჯიამ სკოლის დამთავრების შემდეგვე გადაწყვიტა ოფიციალური სამხატვრო განათლება მიეღო. შემოქმედების პირველ ეტაპზე რეალიზმის ჟანრში ხატავდა. ერთ-ერთი პირველი წარმატებული ნახატია “უსათაურო”, იგივე Dead Rabbit with Copper Pot , რომელმაც 1908 წელს პრიზი მოაგებინა.  

ამის შემდეგ საზაფხულოდ სასწავლებლად წავიდა და New York-ში გაიცნო მომავალი მეუღლე, რომლის ფოტოგრაფიულ შემოქმედებაში ჯორჯია ო’კიფს განსაკუთრებული როლი აქვს. მისი ინიციატივით მოეწყო მხატვრის პირველი გამოფენაც. 

ცხოვრების შემდეგ ეტაპზე ჯორჯია დაინტერესდა და გაიწაფა მოდერნიზმში, 1920-იანი წლებისთვის ის ამერიკის წარმატებულ მხატვართა სიაში იყო. უყვარდა მოგზაურობა და მისი ნახატები სხვა და სხვა კულტურებიდანაა შთაგონებული.  

საინტერესოა, რომ ცხოვრების ბოლო წლებში მხატვარი თითქმის მთლიანად დაბრმავდა, თუმცა დიაგნოზიდან რამდენიმე წელიწადში განაგრძო შემოქმედება ასისტენტების დახმარებით. მისი თქმით: “ მე ვხედავ რისი შექმნაც მინდა, ის რაც მანდომებს რომ შევქმნა ჯერ კიდევ აქ არის”. 

Photograph by Tony Vaccaro
Photograph by Tony Vaccaro

ჯორჯია 1986 წელს 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან 237 ხელოვნების ნიმუში შექმნა ცხოვრების განმავლობაში. 

ჯორჯიას იხსენებენ და აფასებენ როგორც დამოუკიდებელ, ძლიერ და ინოვაციური იდეების მქონე ადამიანს. მისი სტილი განხსვავდება სურრეალიზმის, პრეცისიონიზმის და ევროპაში გავრცელებული მოდერნისტული ჟანრებისგან. ჯორჯია ო’კიფის მუზეუმი იძლევა ცნობას, რომ ის პირველი ამერიკელი მხატვარია რომელმაც აბსტრაქცია გამოიყენა.  

ჯორჯია წინააღმდეგი იყო კრიტიკოსთა მიერ მისი ხელოვნების გენდერული კუთხით აღქმის, ის ეწინააღმდეგებოდა იმ სტერეოტიპს, რომ შემოქმედებაში სქესს რამე მნიშვნელობა აქვს. ამრიგად, მან ხელი შეუწყო ქალი მხატვრებისთვის ახალი და მნიშვნელოვანი სივრცის ჩამოყალიბებას ხელოვნების სფეროში, სადაც კვლავაც დომინირებენ მამაკაცები.