1993 წელს სკოტ უილსონმა ცუდი ხელოვნების მუზეუმი – MOBA დაარსა. მუზეუმი დღემდე ხშირად ხვდება ცნობილი ჟურნალების გვერდებზე აუცილებლად სანახავი მუზეუმების სიაში. მისი დაარსების ლაიტმოტივია – “Art too bad to be ignored”, (ნამუშევარი ზედმეტად ცუდია იმისთვის, რომ დაიგნორდეს). აქ შეხვდებით ყველა სახის ნამუშევარს – ცუდს, ძალიან ცუდს, სასაცილოსა თუ საშიშს. ნამუშევრების დიდი ნაწილი მეორად ბაზრობებზეა შეძენილი, ასევე ხშირია დონაციაც. გთავაზობთ მუზეუმის რამდენიმე ექსპონატს.




