12 ორიგინალური საჩუქარი ვალენტინობისთვის

14 თებერვალი შეყვარებულთათვის მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღედ მიიჩნევა. გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც წყვილები ერთმანეთს სიმბოლურ თუ ძვირადღირებულ საჩუქრებს ჩუქნიან. თუკი საყვარელი ადამიანისთვის საჩუქარი ჯერ არ შეგირჩევიათ, “თორმეტი” 12 ქართულ, ორიგინალურ კომპანიას შემოგთავაზებთ, რომელთა პროდუქციითაც ძვირფასი ადამიანი შეგიძლიათ გაახაროთ.

1. ლილიტი

“ლილიტი” ქართული ბრენდია, რომელიც სხვადასხვა აქსესუარს  #GirlPower თემატიკის დიზაინით ქმნის. “ლილიტის” ხელნაკეთი პროდუქცია ამ ეტაპზე მოიცავს ხის გულსაბნევებს, სამაჯურებს, ყელსაბამებს, ჩანთებსა და მისალოც ბარათებს. მათი შეძენა ონლაინ, “ლილიტის” Instagram და Facebook გვერდებზე არის შესაძლებელი.

ეწვიეთ ლილიტის ინსტაგრამ გვერდს: https://www.instagram.com/accessorieslilith/

 

2. კონა • Kona

“კონა” 2020 წელს შექმნილი ქართული სტარტაპია, რომელიც მყიდველს ხელნაკეთ ნივთებს, სარკეებს, საყელოებს, ბერეტებს, ჩანთებს სთავაზობს. უკვე დამზადებული პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ “კონას” Instagram და Facebook გვერდებზე. ასევე შესაძლებელია ნებისმიერი ნივთის თქვენთვის სასურველი დიზაინით დამზადებაც.

ეწვიეთ კონას ინსტაგრამ გვერდს: https://www.instagram.com/nivtta_kona/

 

3. Nuf-nuf • ნუფ-ნუფი

,,ნუფ-ნუფი’’ ხისგან დამზადებულ ხელნაკეთ ნივთებს აწარმოებს. მრავალფეროვანი დიზაინის ასანთისა და სიგარეტის კოლოფებში თქვენთვის სასურველს აუცილებლად იპოვით. პროდუქციის შეძენა ,,ნუფ-ნუფის’’ Instagram და Facebook გვერდებზეა შესაძლებელი.

ეწვიეთ ნუფ-ნუფის ინსტაგრამ გვერდს: https://www.instagram.com/__nufnuf__/

 

4. მედუზა • meduzza

“მედუზა” ქართული ბრენდია, რომელიც ხელნაკეთ ნაქსოვ ტანსაცმელს – თათმანებს, ქუდებს, შარფებს, ბალაკლავებსა და სხვა პროდუქციას აწარმოებს, რომელთა შეძენაც “მედუზას” Instagram და Facebook გვერდებზე შეგიძლიათ. ასევე შესაძლებელია პროდუქციის სასურველი დიზაინით შეკვეთაც.

ეწვიეთ მედუზას ინსტაგრამ გვერდს: https://www.instagram.com/meduzza_handmade/

 

5. WoodTiness • ვუდთინს

“ვუდთინსი” ქართული ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდია, რომელიც სხვადასხვა საინტერესო დიზაინის გულსაბნევს აწარმოებს. მათი შეძენა “ვუდთინსის” Instagram და Facebook გვერდებზეა შესაძლებელი.

ეწვიეთ ვუდთინსის ინსტაგრამ გვერდს: https://www.instagram.com/woodtiness17/

 

6. Celestial

Celestial ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა სოციალურ პლატფორმებზე. თავისი გამორჩეული, ხასხასა ნივთებით, თბილი მომსახურებითა და ნამდვილად ესთეტიკური ფოტოებით მან შეძლო და ონლაინსივრციდან რეალობაშიც გადმოინაცვლა – დღეს თქვენ მაღაზიას ათონელის 20 ნომერში შეგიძლიათ ესტუმროთ.

Сelestial სავალენტინოდ გთავაზობთ არა მხოლოდ ტანსაცმელს, სამკაულებსა თუ განსხვავებული დიზაინის ნივთებს, არამედ სასაჩუქრე, სავალენტინო ყუთებსაც თქვენთვის ძვირფასი ადამიანებსთვის.

ეწვიეთ Celestial-ის ინსტაგრამ გვერდს:

 

7. Mandragora Ceramics

ეჭვიც არ გვეპარება, რომ კერამიკის მოყვარულებს Mandragora Ceramics აუცილებლად მოეწონებათ. Mandragora Ceramics სტარტაპია, რომელიც ნოემბერში გამოჩნდა ინსტაგრამსა და ფეისბუქ სივრცეში. ყველა წარმოდგენილი ნივთი შთამბეჭდავი დიზაინისაა და სახლში მყუდრო აურის შემოტანის საწინდარია. რაც მთავარია, Mandragora სავალენტინოდ დანამდვილებით მოირგებს სამახსოვრო საჩუქრის ამპლუას, რადგან მათი ნაკეთობები სიყვარულიითაა გაჟღენთილი და მუდამ გაგვახსენებს საყვარელ ადამიანს. “მანდრაგორას” შეგიძლიათ ესტუმროთ მიხეილ წინამძღვრიშვილის 67-ში ან ნახოთ სოციალურ ქსელში.

ეწვიეთ Mandragora-ს ინსტაგრამ გვერდს: www.instagram.com/mandragora_ceramics/

 

8. ხინკლუკები

ხინკლუკები ან „ხალხური შოკოლადი“ ნამდვილად საინტერესო, უსაყვარლესი და უგემრიელესი წამოწყებაა. ხინკლუკებიც სტარტაპების სიას უნდა მივაკუთნოთ, ისინი ნოემბერში გამოჩნდნენ და ბოტანიკურ ბაღში გამართულ შოკოლადის ფესტივალსა თუ “სთოლ” მარკეტზე მიიღეს მონაწილეობა. ვფიქრობთ, შოკოლადის ხინკლები ნამდვილად აჩუქებს თქვენს რჩეულს ღიმილს 14 თებერვალს.

ეწვიეთ ხინკლუკების Facebook გვერდს: https://www.facebook.com/xinklukebi/

 

9. კოსოსია

კოსოსია ხელნაკეთი ვინტაჟური ბეჭდებისა და აქსესუარების სტარტაპია. მათი მთავარი სლოგანი „ატარე ბავშვობაა“, ვინაიდან მათი პროდუქცია 90-იანი წლების ინსპირაციითაა შექმნილი.  სავალენტინოდ კოსოსია ნამდვილად შეძლებს მრავალფეროვანი არჩევანის შემოთავაზებას.

ეწვიეთ კოსოსიას Facebook გვერდს: https://www.facebook.com/Accessories016/

 

10. სქირი

სქირი ქართული მცირე ბიზნეს წამოწყებაა, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს სხვადასხვა ტკბილეულობას, მაგრამ უმთავრესად – ჩირის მრავალფეროვან არჩევანს. სქირთან შეხვდებით ჩირისა თუ ტყლაპის თაიგულებს, შოკოლადიან კანფეტებსა და, რაც მთავარია, შოკოლადის ნაკრებებს, რომელიც აუცილებლად გაახარებს თქვენს პარტნიორს წმინდა ვალენტინის დღესასწაულზე.

ეწვიეთ სქირის ვებ-გვერდს: https://sqiri.ge/

 

11. გროში

ქართული ნატურალური ტყავის ხელნაკეთი აქსესუარებით დაინტერესების შემთხვევაში, გროში საინტერესო არჩევანს სთავაზობს ყველა სქესის წარმომადგენელს. ყურსასმენების ჩასადები, საფულე, ჩანთა თუ სხვა 14 თებერვალს აუცილებლად სასიამოვნო საჩუქრის როლს მოირგებს.

ეწვიეთ გროშის Facebook გვერდს: https://www.facebook.com/Grosh.handmade/

 

12. ფეიქარი

ფეიქარი საოჯახო ბიზნესია, რომელიც ძველ, საბჭოთა პერიოდში წარმოებულ ბუნებრივ ქსოვილებს ახალ სიცოცხლეს აძლევს. მათი აქსესუარები ეკომეგობრულია და მათ მიერ შექმნილი თითოეული პროდუქტის დიზაინი ინდივიდუალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ არცერთ ჩანთასა თუ აქსესუარს ანალოგი არ გააჩნია. მათი სახელწოდება – “ფეიქარი” – წარმოდგება მათივე გვარიდან – ფეიქრიშვილი. ამასთან ერთად, სიტყვა “ფეიქარი” ნიშნავს ქსოვილების დამამზადებელ ოსტატს.

ეწვიეთ ფეიქარის Facebook გვერდს: https://www.facebook.com/Peikari/