სოლ ლეიტერი, ფოტოგრაფი რომელმაც ნიუ-იორკის პალიტრა შექმნა

   “მე უბრალოდ შევხედე სამყაროს… არაფრისთვის მომზადებული არ ვიყავი“, ეს სიტყვები თქვა სოლ ლეიტერმა თავისი ცხოვრების ბოლოს. ეს წინადედება შეიძლება ითქვას, რომ საკმაო სიზუსტით აღწერს მის შემოქმედებას: მისი ფოტოებიდან, სწორედ ის სადა, მოუმზადებელი, უცებადი სამყარო ჩანს, რომელსაც ფოტოგრაფი აღწერს.

photo credits to realworldrecords.com

      სოლ ლეიტერი საკამოდ გვიან „აღმოაჩინეს“. მაშინ, როდესაც 2006 წელს  გამოქვეყნდა წიგნი „Early Colors“, ის 82 წლის იყო.  60 წელი შეუმჩნევლად მუშაობდა, როგორც ფოტოჟურნალისტი, ხოლო 1950-იანი წლებიდან ძირითადად ფერად სურათებს გვთავაზობდა, რომელშიც ნიუ იორკი უნიკალურად და მისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით  არის აღწერილი.

photo credits to Howard greenberg gallery

      ლეიტერის დაგვიანებულმა აღიარებამ, მას ისეთი ყურადღება მოუტანა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში თავადვე ერიდებოდა. ტომას ლიჩის დოკუმენტურ ფილმში, „No great Hurry: 13 life lessons with Saul Leiter“, ის ასეთ კითვას სვამს: „What makes them think I’m good?“. როგორც ჩანს, მისთვის, როგორც ხელოვანისთვის, მნიშვნელოვანი სრულებით არ იყო პოპულარობა და აღიარება, ის წლების განმავლობაში, შეუმჩნევლად იღებდა ფოტოებს, რომელშიც იგრძნობა მისი ხასიათისთვის დამახასაითებელი სისადავე და უბრალოება. ერთ-ერთ ინტერვიუში ლეიტერი ამბობს: ,,ზოგისათვის გადამწყვეტად მნშვნელოვანია ამბიცია… მე კი მირჩევნია ყავის დალევა, მუსიკის მოსმენა და ხატვა, როცა ამის სურვილი მაქვს…“.

photo credits to plainmagazine.com

  აღსანიშნავია, რომ სოლ ლეიტერის ესთეტიკა შემდეგში ისეთი ცნობილი ფილმების ვიზუალური ინსპირაციის წყარო გახდა, როგორიცაა 2015 წელს გადაღებული ცნობილი რომანტიკული დრამა „ქეროლი“, რომელშიც იგრძნობა ლეიტერისეული ნიუ-იორკის ფერები.

photo credits to harpersbazaar.com

 როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოლ ლეიტერის ფოტოგრაფიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორედ ნიუ იორკია. გამოჩენილი ფოტოგრაფები Weege, Diane Arbus და Richard Avedon, ქალაქის შავ-თეთრ ფოტოებს ქმნიდნენ, ხოლო ლეიტერი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ნიუ-იორკი დაინახა, როგორც მშვიდი პოლიქრომული სიმფონია. ფოტოგრაფი თავისი ნამუშევრებით დიდი ქალაქის პატარა ისტორიებს გვიყვება.

photo credits to plainmagazine.com

 

photo credits to plainmagazine.com

 

 

photo credits to plainmagazine.com

   მიუხედავად იმისა, რომ ლეიტერი ითვლებოდა ნიუ-იორკის ფოტოგრაფთა სკოლის წევრად, ის მაინც არ იყო მთლიანად ამ სკოლის ნაწილი. ლეიტერი თვითნასწავლი იყო და მისი ნამუშევრები არავისას ჰგავს: ნაზი, ჩაფიქრებული, კვაზი-აბსტრაქტული, ინტენსიური ფერებითა და გეომეტრიით.

  მაშინ, როდესაც იმ პეიროდის სხვა ნიუ-იორკელი ფოტოგრაფები აფიქსირებდნენ ქალაქის ელემენტებს დისკრეტულად – ქუჩები, ხალხი, შენობები, სოლ ლეიტერმა აღბეჭდა თითქმის განუსაზღვრელი სივრცეები.

  „მან დაარღვია ყველა წესი, როდესაც საქმე ფოტოს კომპოზიციას ეხებოდა“ – თქვა ლეიტერის თანაშემწე მარკიტ ებმა. „ბატონმა ლეიტერმა საგნები აბსტარაქტულ სივრცეში მოაქცია, ყურადღებას აქცევდა ფერებს, მან ფოტოგრაფიას ისეთი ფერწერული მენტალიტეტი შესძინა, რომელიც ფოტოგრაფიის სამყაროს მანამდე არ ჰქონდა ნანახი“.

photo credits to nytimes.com