“The First Lady” – ახალი სერიალი გავლენიანი ქალების ცხოვრებაზე

Showtime-მა ახალი ანთოლოგიური სერიალის, “პირველი ლედის”, თრეილერი გაავრცელა, რომლის პრემიერა 17 აპრილს შედგება.

ცნობილია, რომ სერიალი თეთრ სახლში მომხდარ სამ სხვადასხვა ამბავს პარალელურად მოყვება და სამი უნიკალური, იდუმალებით მოცული ქალისა და მათი ოჯახების პირად და პოლიტიკურ ცხოვრებას ფარდას ახდის. პირველი სეზონი ფოკუსირებულია მიშელ ობამას, ბეტი ფორდისა და ელინორ რუზველტის ცხოვრებაზე. ობამას როლში ვაიოლა დევისს ვიხილავთ, ბეტი ფორდის როლს მიშელ ფაიფერი შეასრულებს, ელინორ რუზველტს კი ჯილიან ანდერსონი განასახიერებს.

თითოეული პირველი ლედის ისტორია უნიკალურია. მიშელ ობამას ხაზი თანამედროვე გამოწვევებსა და პრობლემებს ეხება. მიშელ ფაიფერის მიერ განსახიერებული ბეტი ფორდი ცდილობს, საკუთარ ალკოჰოლიზმთან ბრძოლით ხალხშიც გაზარდოს ცნობიერება. ოლიტიკური აქტიურობით გამორჩეული ელინორ რუზველტი კი ქორწინებასა და საჯარო ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვასა და საკუთარი ადგილის პოვნას ცდილობს. თრეილერში ასევე ჩანს ელინორ რუზველტისა და ჟურნალისტი ლორენა ჰიკოკის რომანტიკული ურთიერთობის დეტალებიც.

Lionsgate Television-ის მიერ Showtime-ისთვის შექმნილ 10 ეპიზოდიან სერიალს აარონ ქული და კეტი შულმანი უხელმძღვანელებენ. პირველი სეზონის პროდიუსერი და რეჟისორი კი „The Undoing“-ის შემქმნელი სიუზან ბიერია.

თრეილერი შეგიძლიათ იხილოთ აქ: