12 ფილმი, რომელსაც მაყურებელი 2022 წელს მოუთმენლად ელოდება

მართალია, 2022 წელს უკვე ორი თვე უსრულდება, თუმცა დაანონსებული ფილმების უმეტესობა ჯერ კიდევ არ არის გამოსული. მათი ხილვა მაყურებელს შეუძლია როგორც კინოთეატრებში, ასევე სახლიდან გაუსვლელად სტრიმინგ სერვისების საშუალებით. გასაკვირი არაა, რომ მაყურებლის გემოვნებიდან გამომდინარე ყველაზე მოთხოვნადი ფილმების სია ბევრი ჟანრის ფილმს აერთიანებს. აქ ვხვდებით სუპერგმირების ისტორიებს, არტჰაუს ფილმებს, სათავგადასავლო თრილერებსა და სხვა მრავალს. თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ, რომელი ფილმების პრემიერას დაესწროთ 2022 წელს, გთავაზობთ 12 გახმაურებულ ფილმს, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მაყურებელი ყველაზე მეტად ელოდება.

1. Uncharted

Sony-ს წარმატებული ფილმის „ადამიანი-ობობა: სახლისკენ გზა არ არის“ შემდეგ ტომ ჰოლანდი „Uncharted”-ის მთავარ როლში მოგვევლინება. ფილმი არანაკლებ წარმატებული ამავე სახელწოდების ვიდეოთამაშის ადაპტაციაა. ტომ ჰოლანდის გმირი, ნათანიელ დრეიკი, თავის მეგობარს, ვიქტორ სალივანს (მარკ უოლბერგი) განძის საძიებელ თავგადასავალზე დაითანხმებს. ხიფათით სავსე გზაზე დრეიკმა შესაძლოა თავისი ძმის პოვნაც მოახერხოს.

ფილმის პრემიერა 11 თებერვალს შედგა.

Photo Credits to Sony

2. The Batman

„ბინდის“ საგას გამოსვლიდან დღემდე რობერტ პატინსონის სამსახიობო კარიერა რადიკალურად შეიცვალა. ამჯერად ბეტმენის როლში მოვლენილი პატინსონი, ზოი კრავიცის ქალ-კატასთან ერთად რიდლერზე (პოლ დანო) ნადირობს, რა დროსაც საკუთარი ოჯახის კავშირსაც აღმოაჩენს კორუფციასთან. ფილმი ბეტმენის ადრეულ წლებს ეხება და მოქმედება DC Extended Universe- ის გარეთ ხდება.

პრემიერა გაიმართება 4 მარტს.

Photo Credits to Matt Reeves / DC Entertainment and Warner Bros.

3. The Northman

ვიკინგების ეპოსით რობერტ ეგერსი მის უწინდელ ფილმებთან, „The Witch” და „The Lighthouse”, შედარებით საგრძნობლად დიდ მასშტაბებზე გადის. ესაა „ჰამლეტით“ შთაგონებული თრილერი შურისძიებაზე, რომელშიც მთავარ როლს ალექსანდრ სკარსგარდი თამაშობს. ფილმში ასევე მონაწილეობენ ნიკოლ კიდმანი, უილემ დეფო, ანია ტეილორ-ჯოი, ითან ჰოუკი, კლეს ბენგი და ბიორკი.

პრემიერა შედგება 12 აპრილს.

Photo Credits to Focus Features

4. Nope

“Get out”-ისა და“Us”- ის შემქმნელი ჯორდან პილი ახალი საშინელებათა ფილმით გვიბრუნდება. ფილმის სიუჟეტთან დაკავშირებით ჯერჯერობით ბევრი დეტალი ცნობილი არაა. ვიცით მხოლოდ ის, რომ ამბავი იზოლირებულ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებზეა, რომლებსაც თავს მისტიკური, პარანორმალური მოულოდნელობა დაატყდებათ თავს. მთავარ როლებს ფილმში დენიელ კალუია, კიკი პალმერი და სტივენ იუნი ასრულებენ.

პრემიერა გაიმართება 22 ივლისს.

Photo Credits to Universal Pictures

5. Doctor Strange in the Multiverse of Madness

„ვანდავიჟენში“, „ლოკისა“ და „ადამიან-ობობაში“ განვითარებული მოვლენების შემდეგ მულტივერსს სასწაფოდ სჭირდება დახმარება. ყველაფრის გამოსწორებას კი ბენედიქტ კამბერბეჩის პერსნაჟი, დოქტორი სტივენ სტრეინჯი ცდილობს. სემ რაიმის ფილმში მარველის სხვა გმირებთან ერთად დოქტორი სტრეინჯი ცდილობს სხვა სამყაროების მონსტრებსა და ბოროტმოქმედებს, მათ შორის საკუთარ ბოროტ ვერსიას, გაუმკლავდეს.

ფილმის პრემიერა 6 მაისს გაიმართება.

Photo Credits to Marvel

6. Everything Everywhere All at Once

მულტივერსის მთელ ამ სიგიჟეში კიდევ რამდენიმე პერსონაჟი გადაეშვება, ამჯერად მარველის სამყაროს გარეთ. “Everything Everywhere All at Once“ თითქოს სტუდია A24-ის პასუხია „ადამიანი-ობობასა“ და “დოქტორი სტრეინჯის” ბოლო ფილმებზე. ცოტა ხნის წინ გავრცელებულ თრეილერში ჩანს, რომ მიშელ იეო და მისი დამხმარეები ცდილობენ მულტივერსის პრობლემების გადაჭრას და სამყაროს გადარჩენას.

პრემიერა – 25 მარტი

Photo Credits to A24

7. The Worst Person in the World

ოსკარზე ნომინირებული „The Worst Person in the World“ იოახიმ ტრიერის ფილმია, რომელიც საკუთარი თავის მაძიებელ ქალზე მოგვითხრობს. ფილმი „ოსლოს ტრილოგიის“ მესამე ნაწილია. უბადლოა ნორვეგიელი მსახიობის, რენატე რეინსვეს მიერ შესრულებული მთავარი როლიც. ფილმის პრემიერა უკვე შედგა კანის კინოფესტივალზე, თუმცა ფართო აუდიტორიას მისი ნახვა 2022 წლის 4 თებერვლიდან შეეძლება.

Photo Credits to Kaspar Tuxen / Neon

8. Death on the Nile

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ კენეტ ბრანა უკვე მეორედ მოირგებს ერკიულ პუაროს როლს და ეცდება ნილოსის კრუიზზე მომხდარი მკვლელობა ამოხსნას. ფილმი ყურადღებას იქცევს სამსახიობო შემადგენლობით: მთავარ როლს გალ გადო ასრულებს და ის ეკრანზე გამოჩნდება ისეთ მსახიობებთან ერთად, როგორებიც არიან ანეტ ბენინგი, რასელ ბრენდი, ლეტიცია რაითი და არმი ჰამერი.

პრემიერა 11 თებერვალს შედგა.

Photo Credits to 20th Century S

9. Disappointment Blvd.

Midsommar“-ისა და „Hereditary“-ის ავტორი არი ასტერი ახალ ფილმზე მუშაობს. თავად რეჟისორი „Disappontment Blvd“- „კოშმარულ კომედიას“ უწოდებს. ფილმის სიუჟეტის შესახებ ჯერჯერობით მეტი არაფერია ცნობილი, თუმცა გარკვეულია სამსახიობო შემადგენლობის დიდი ნაწილი. ფილმში ვიხილავთ ხოაკინ ფენიქსს, მერილ სტრიპს, ნათან ლეინს, ზოი ლისტერ-ჯონსს, სტივენ მაკკინლის.

პრემიერის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

Photo Credits to Splash News

10. Killers of the Flower Moon

მარტინ სკორსეზე ამჯერად ვესტერნის ჟანრის ფილმით უბრუნდება მაყურებელს რობერტ დენიროსა და ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად. ფილმის სიუჟეტი ფედერალური ბიუროს გამოძიებაზეა, რომელიც ადგილობრივი ამერიკელების მკვლელობას ეხება. ფილმში ასევე თამაშობენ ჯესი პლემონსი და ბრენდან ფრეიზერი.

პრემიერის თარიღი უცნობია.

Photo Credits to Rodrigo Prieto

11. After Yang

ესაა სამეცნიერო ფანტასტიკა, რომელიც მცირე ზომის მოთხრობაზეა დაფუძნებული. სამხრეთ კორეელი რეჟისორის, კოგონადას ფილმში მთავარ როლებს კოლინ ფარელი და ჯოდი ტერნერ-სმიტი ასრულებენ. ფილმი ადამიანის ფორმის მქონე ანდროიდზეა, რომელიც ოჯახის წევრის ფუნქციას ასრულებს და რომელსაც ერთ დღეს მოულოდნელი პრობლემა შეექმნება.

ფილმის პრემიერა გაიმართება 4 მარტს.

Photo Credits to Sundance Institute

12. Don’t Worry Daring

ფლორენს პიუსა და ჰარი სტაილსის მონაწილეობით ოლივია უაილდმა ახალ ფილმზე მუშაობა უკვე დაასრულა. „Don’t Worry Darling” არის ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც უბედური დიასახლისის ცხოვრებაზე გვიყვება 50-იანი წლების ამერიკაში. ფილმის დეტალები ჯერ კიდევ გასაიდუბლოებულია და მაყურებლისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ სთაილსის პერსონაჟი „შავბნელ საიდუმლოს“ მალავს.

პრემიერა გაიმართება 23 სექტემბერს.

Photo Credits to Olivia Wilde on Instagram