ლიეტუვას ევროვიზიაზე მონიკა ლიუ წარადგენს

ლიეტუვას ნაციონალური კონკურსშიPabandom iš naujo! 2022” მონიკა ლიუმ გაიმარჯვა და ამის მიხედვით,  ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ტურინში ლიეტუვის წარმომადგენელი ის იქნება. სიმღერით „Sentimentai”. მონიკამ, როგორც ჟიურისგან, ასევე მაყურებლებისგან პირველი ადგილი დაიმსახურა და ორივე კომპონენტში გამარჯვება სხვა მონაწილეებთან შედარებით ბევრად უფრო მეტი ქულით მოახერხა.

მონიკა ლიუ, რომლის ნამდვილი სახელიც მონიკა ლიუბინაიტეა ლიეტუვაში, მუსიკოსი მშობლების ოჯახში, დაიბადა მუსიკოსი მშობლების ოჯახში. 34 წლის მომღერლის ცხოვრებაში მუსიკა ბავშვობიდანვე გაჩნდა, სწავლობდა ბალეტსა და ვიოლინოზე დაკვრას, იღებდა მონაწილეობას კონკურსებში. მაგრამ მონიკამ სკოლის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელება ჯაზისა და ვოკალის მიმართულებით გადაწყვიტა. ის ისეთ პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლობდა, როგორც ბოსტონში ბერკლის მუსიკის კოლეჯია. მუსიკოსი ლიეტუვაში, ვილნიუსში დაბრუნებამდე რამდენიმე წელი ლონდონშიც ცხოვრობდა. მონიკა ლიუს მუსიკას ხშირად ელექტრო-პოპ-ის ჟანრს მიაკუთვნებენ და ბიორკს ადარებენ, ხოლო, როგორც თვითონ არტისტი ამბობს, ის მღერის ისეთ ინტენსიურ ემოციებზე, რომელსაც ყველა ადამიანი განიცდის. თავად საკონკურსო სიმღერა წარსულში ჩარჩენილი არტისტის შესახებაა

ლიეტუვას ევროვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად 1994 წელს ჩაერთო და მას შემდეგ ყველაზე წარმატებული წელი მათთვის 2006 წელი იყო, როდესაც ქვეყნის  წარმომადგენელმა მეექვსე ადგილი დაიკავა. ლიეტუვა ერთადერთი ბალტიის ქვეყანა, რომელსაც ევროვიზიაში გამარჯვება ჯერ არ მოუპოვებია. მონიკა ლიუ „Sentimentai”-ის პირველ ნახევარ ფინალში 10 მაისს შეასრულებს.

არტისტის ოფიციალური Instagram გვერდი:

https://www.instagram.com/monikaliug/