სიცოცხლის რეცეპტები ფენი ფლეგისგან, ანუ „შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“

photo *via* Wikipedia

ფენი ფლეგი ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი და მწერალია. მისი ხანგრძლივი კარიერიდან ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც 1987 წელს დაწერილი რომანი „შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“-ა, რომლის ეკრანიზაციაც 1991 წელს შედგა. ქართულად წიგნი ნინო მიქაშავიძემ თარგმნა და 2017 წელს ის ქართველი მკითხველისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი.
ნაწარმოებმა გამოსვლისთანავე საყოველთაო ყურადღება დაიმსახურა და ამერიკულ ლიტერატურასა და კულტურაშიც დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი. სევდითა და იუმორით სავსე სიუჟეტი პირველივე გვერდიდან ითრევს მკითხველს და ბოლო გვერდამდე არ აძლევს ამოსუნთქვის საშუალებას. იმ ადამიანური ისტორიების გავლით, რომლებიც წლებია ახერხებენ ყურადღების ცენტრში ყოფნას, ავტორმა მოახერხა და დაგვანხა ისეთი მწვავე საკითხები, როგორებიცაა: თავისუფლება, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მორალური მხარე, უმცირესობების ყოფა, ადამიანის უფლებები და ა.შ.   ნაწარმოები იმ უბრალო ადამიანების უბრალო ცხოვრების მშვენიერებას გვაჩვენებს, რომელიც სინამდვილეში სავსეა არაჩვეულებრივი ამბებითა და მომენტებით, ტკივილით, სიხარულით, სისასტიკით და რაც მთავარია, იმ ბედნიერებით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ადამიანად ყოფნის გამოცდილებამ შეიძლება მოგვიტანოს. ნაწარმოების დასასრულის ავტორისგან საჩუქარიც ელის მკითხველს. ფენი ფლეგი ყველა იმ კერძის რეცეპტს გვთავაზობს, რომელსაც ჭამის მოყვარული პერსონაჟები ჯადოსნურ კაფე „უისელ სტოპში“ მიირთმევენ, მათ შორის, რა თქმა უნდა, შემწვარი მწვანე პომიდვრებიცაა.

Via:
Tags: