The Why Not Gallery-ის მაღაზია

The Why Not Gallery მასპინძლობს გამოფენას-“ბოდიში, ყვავილები არ გვაქვს

“ემოციური და გულწრფელი მოგზაურობა თაობის ტრავმებსა და განკურნების გზების ძიებაში, აბსურდულ ჰარმონიაში სილამაზესა და საბედისწერო საფრთხესთან, ქალური სოლიდარობის პოეზიასა და სენტიმენტალურობაში ახალგაზრდა ქალ ხელოვანებთან ერთად”

წარმოდგენილი ხელოვანები: თამარ გურგენიძე, ნატა ვარაზი, ლოლა, თამარა ლორთქიფანიძე და გვანცა ჯიშკარიანი

გვანცა ჯიშკარიანის ნამუშევარი გამოფენიდან.

credits-The Why Not Gallery

“მოზაიკაზე მე ვარ, პირში შუშის მძივი მიდევს და შუშას ვღეჭავ. თავიდან კერამიკის გულის მძივები უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეს სინაზე აბსოლუტურად არ იყო ის გრძნობა, როგორც მე საკუთარ თავს აღვიქვამ და რისი გამოხატვაც მინდოდა, ამიტომ დამტვრეული შუშებით ავაწყვე მძივი.

ჩემ ცხოვრებას არ ვუყურებ, რომ ულამაზესი, გულებით მოკირწყლული გზაა – ბევრი საშინელება და ტკივილი მხვდება, მაგრამ ყველაფერს ვღეჭავ, ვამუშავებ და მაინც ვიმარჯვებ… ეს მძივი თან ძალიან ლამაზია, ფანტასტიური ხმა აქვს, მაგრამ თან ძალიან ბასრი და საშიშია.“

არაჩვეულებრივი გამოფენების გარდა, The Why Not Gallery ხელოვნების მოყვარულებს სთავაზობს მარკეტს. აქ წარმოდგენილია  სხვადასხვა მედიუმში მომუშავე ხელოვანების ნამუშევრები. შეხვდებით როგორც ორიგინალებს, ისე პრინტებს. დღესდღეობით ქართული ბაზარი მსგავსი კონცეპტის მაღაზიებით განებივრებული არაა. გაგაცნობთ რამდენიმე ხელოვანსა და მათ ნამუშევრებს, რომლებიც ხელმისაწვდომია გალერეის მარკეტში.

მარიამ ბარდაძის სარკაზმითა და იუმორით შექმნილი ნამუშევრები.

რუსო მარგიშვილის ზღაპრული, მაცოცხლებელი ილუსტრაციები.

მარიამ საკნელაშვილის ჯადოსნური ნახატები.