სან-მარინოს წარმომადგენელი ტურინში აკილე ლაურო იქნება სიმღერით „Stripper”

სან-მარინოს წარმომადგენელი ტურინში აკილე ლაურო იქნება სიმღერით „Stripper”. აკილეს სიმღერამ “Una voce per San Marino”-ს ფინალში გაიმარჯვა 18 სიმღერას შორის, რომელთა ნახევარიც რამდენიმედღიანი წინასწარი შერჩევის შედეგად აირჩა. გამარჯვებული მთლიანად ჟიურის შეფასებით გამოვლინდა.

იტალიელი არტისტის ნამდვილი სახელი და გვარი ლაურო დე მარინისია. მან თავისი კარიერა 2012 წელს ძირითადად რეპისა და ჰიპ-ჰოპის ჟანრში შესრულებული სიმღერებით დაიწყო, მაგრამ დროთა განმავლობაში აკილე ლაუროს ნამუშევრები კლასიკური როკის ჟანრს უფრო დაუახლოვდა. მიუხედავად იმისა, რომ აკილე ლაურო წელს სან-მარინოს წარადგენს, მას საკუთარი სამშობლოს, იტალიის სახელით გამოსვლაც არაერთხელ უცდია. არტისტი მონაწილეობას იღებდა სანრემოს მუსიკის ფესტივალში 2019, 2020 და 2022 წელსაც. 2019 წელს მისმა სიმღერა „Rolls Royce” მეცხრე, 2020 წელს „Me ne frego” მერვე, ხოლო წელს გამართულ ფესტივალში „Domenica” მეთოთხმეტე ადგილზე გავიდა. აკილე ლაუროს მთელი დისკოგრაფია გამოირჩევა ექსცენტრიულობითა და პროვოკაციულობით, რაც მის ევროვიზიის სიმღერაშიც ჩანს. გარდა მუსიკისა, აკილე ლაურომ სახელი დაიმკვირდა კინოინდუსტრიაშიც, როგორც რამდენიმე სამსახიობო როლით, ასევე ფილმების რეჟისორობითა და პროდუსერობით.

სან მარინო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ერთ-ერთი ყველაზე ახალბედა მონაწილეა. მათი დებიუტი მხოლოდ და მხოლოდ 2008 წელს შედგა და 11 მონაწილეობიდან, მხოლოდ სამჯერ მოახერხეს ფინალში გადასვლა. მათი საუკეთესო შედეგი 2019 წელს მიღწეული მეცხრამეტე ადგილია. აკილე ლაურო „Stripper”-ს მეორე ნახევარ ფინალში 12 მაისს შეასრულებს.

არტისტის ოფიციალური Instagram გვერდი:

https://www.instagram.com/achilleidol/