ბორის მიხაილოვის შემოქმედება

საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთი წამყვანი ფოტოგრაფი ბორის მიხაილოვი ცნობილია საკუთარი ფოტოგრაფიული ნარატივებით შფოთვის, უიმედობის, ურბანული ნგრევისა და მენტალური დაავადებების შესახებ. სოციალური დოკუმენტალისტი, მიხაილოვი აღწერს იმ სამწუხარო რეალობას, რომელიც პოსტკომუნისტურმა დღის წესრიგმა შექმნა. „ეს არის სამარცხვინო სამყარო, დასახლებული ზოგიერთი არსებით, რომელებიც ოდესღაც ადამიანები იყვნენ, მაგრამ ახლა ეს ცოცხალი არსებები დამცირებული, საშინელი და შემზარავნი არიან“ – ამბობს ის. მის ხელოვნებაში გადმოცემული ფაუნა განსაკუთრებით სპეციფიკურია პოსტკომუნისტური სამყაროს უმეტესობისთვის.

credits to wikimedia commons

„Case History“ (1997-98) გახლავთ მიხაილოვის ნამუშევრების სერია, რომელშიც მან გამოიკვლია უსახლკაროების მდგომარეობა ქალაქ ხარკოვში. ინდუსტრიულ ქალაქ ხარკოვის ბნელ ფონზე, მიხაილოვის ნატურალური ზომის ფერადი ფოტოები ასახავს ჩაგვრას, დამანგრეველ სიღარიბეს და უუფლებო საზოგადოების ყოველდღიურ რეალობას. მის ნამუშევრებში წარმოდგენილი ადამიანები მეტონიმები არიან იმ რეალობის, რის დამალვასაც ცივილიზებული საზოგადოება ამჯობინებს. მიხაილოვის ხელოვნებაში აშკარაა როგორც სოციალურ-პოლიტიკური მწვავე კრიტიკა, ასევე სრულიად ადამიანური განცდები, რომლებიც ტრავმებთან არის დაკავშირებული.

credits to moma.org

მიხაილოვი არ ქმნის სტანდარტულ ფოტოჟურნალისტური ტიპის სურათებს, რომლებშიც ფოტოგრაფები იღებენ “ცხელ” წერტილებს, სადაც მოქმედება მთლიანად ბუნებრივი და წამიერია. თუ დავაკვირდბეით მიხაილოვის შემოქმედებას, აშკარაა, რომ ფოტოში არსებულ სუბიექტებს გარკვეული როლი აქვთ მორგებული, რომელიც მიხაილოვის ნარატივს კიდევ უფრო მეტად საინტერესოდ აქცევს. ზოგიერთი მათგანი სატირული ხასიათისაც კი არის. მაგალითად მამაკაცი, რომელიც ლენინის ტატუს ამაყად აჩვენებს ფოტოგრაფს, აშკარაა, რომ პოლიტიკური კრიტიკისა და სატირის თანადროული გამოვლინებაა. ამასთან ერთად, ბორის მიხაილოვის ფოტოები საკამაოდ მძიმე, უმეტესად ესთეტიკისგან სრულიად დაცლილი და სევდიანია.

credits to janus-books.com
credits to janus-books.com
credits to janus-books.com
credits to janus-books.com
photo credits to janus-books.com
photo credits to new work times
photo credits to New York Times