ევროვიზიაზე 2022 წელს სლოვენიას ბენდი LPS წარადგენს

“EMA 2022”-ის გამარჯვებული და სლოვენიის წარმომადგენელი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ბენდი LPS გახდა. მათმა სიმღერამ „Disko” ჟიურის შეფასებით მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ ტელემაყურებლების ხმებით პირველი ადგილის დაკავება საბოლოო ჯამში გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ნაციონალური კონკურსის ფინალამდე მისაღწევად ბენდმა ჯერ მონაწილეობა „EMA Freš 2022”-ში მიიღო – კონკურსში, რომელიც დამწყებ და ახალგაზრდა არტისტებს აძლევს შანსს. კონკურსში მონაწილე 24 სიმღერიდან „Disko”-მ ოთხ საუკეთესოში მოხვედა და მთავარ კონკურსში გადასვლა მოახერხა.

LPS ხუთი წევრისდგან შემდგარი ბენდია. ბენდის წევრებმა: ფილიპ ვიდუშინმა, გაშპერ ჰლუპიჩმა, მარკ სემეიამ, ზალა ველენშეკმა და ჟიგა ჟვიჟეიმ ერთმანეთი სკოლაში გაიცნეს და ბენდი 2018 წელს ჩამოაყალიბეს. ბენდის სახელი აბრევიატურაა ფრაზისა „უკანასკნელი პიცის ნაჭერი“ (Last Pizza Slice). ჩამოყალიბებიდან მოყოლებული LPS მონაწილეობას იღებდა ადგილობრივ ფესტივალებსა და კონკურსებში, მაგრამ “EMA 2022” მათთვის ყველაზე დიდი პოპულარობისა და საერთაშორისო სცენაზე გამოჩენის მომტანი წარმატებაა.

სლოვენიის დებიუტი ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 1993 წელს შედგა. ქვეყნის საუკეთესო შედეგი 1995 და 2001 წლებში მიღწეული მეშვიდე ადგილია. ბენდი LPS „Disko”-ს პირველ ნახევარფინალში 10 მაისს შეასრულებს.

ბენდის ოფიციალური ინსტაგრამ გვერდი:

https://www.instagram.com/lps_band/