გმირები ჩვენ შორის არიან – საშკო დანილენკოს შემოქმედება

საშკო დანილენკო უკრაინელი ილუსტრატორია, ამჟამად ვაშინგტონში, ამერიკის ხმის რედაქციაში მუშაობს. საშკო ილუსტრაციების საშუალებით გვიყვება ომის ამბებს და გვაცნობს ჩვენი დროის გმირებს. მისი უკრაინის მხარდამჭერი ბანერები ნიუ-ჯერსიში, სარეკლამო ბილბორდებზეა. დღეს საშკო ასე იბრძვის უკრაინისათვის. გთავაზობთ მის ილუსტრაციებს.

კიევის მოჩვენება.
უკრაინელები ჰუმანურობას ომშიდაც არ კარგავენ ,არ ივიწყებენ ბეწვიან მეგობრებს. დებმა ევგენია და ოლგა დრაჩებმა კიევიდან სამშვიდობოს გაიყვანეს ათობით კატა.
ამ ილუსტრაციაზე ქალია, რომელმაც რუს ჯარისკაცებს უკრაინის მიწაზე თავიანთი „მზიანი“ მომავალი უწინასწარმეტყველა: ჯიბეში მზესუმზირა ჩაიყარეთ – რომ დაგხოცავთ, მზესუმზირებად მაინც ამოხვალთო. ამ მარტივმა და უბრალო „ინსტრუქციამ“ უკრაინელების ბრძოლის სახალხო „დოქტრინა“ განსაზღვრა: ყველა, ვინც იარაღით მოვა, მზესუმზირად იქცევა!
ფოსტის მენეჯერმა, მოხალისე სერგი ჟიჩიკოვმა ძველი, საბჭოური საზენიტო დანადგარიდან რუსების ახალთახალი, 60-მილიონიანი ბომბდამშენი ჩამოაგდო.
ნასტიამ საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენა ინვალიდი ძაღლების გადასარჩენად.ქალაქი ირპენი.
უკრაინელმა ფერმერებმა ტანკების გატაცებით გაითქვეს სახელი ,საშკოს არც ეს ამბავი გამორჩენია და შექმნა ილუსტრაცია-ტანკების გამტაცებელი.