3 აპრილს ლას ვეგასში, MGM Grand Arena-ზე, ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის რიგით 64-ე დაჯილდოება გაიმართა. ცერემონიას ზედიზედ მეორედ ამერიკელი კომიკოსი ტრევორ ნოა უძღვებოდა. წელს გრემი 86 კატეგორიაში გაიცა, რომელთა შორის ორში გამარჯვება ორ ნომინანტს შორის განაწილდა.
წელს ყველაზე მეტი – გრემის 5 ჯილდო – ამერიკელმა მომღერალმა ჯონ ბატისტმა მოიპოვა. ბატისტის მოგებულ ჯილდოებს შორის წლის საუკეთესო ალბომსა და წლის საუკეთესო მუსიკალურ ვიდეოს შეხვდებით, სიმღერისთვის “Freedom”.
ძირითად კატეგორიებში გამარჯვებულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:
წლის ალბომი – We Are (Jon Batiste) | წლის სიმღერა – Leave The Door Open (Silk Sonic) |
წლის ჩანაწერი – Leave The Door Open (Silk Sonic) | საუკეთესო მუსიკალური ვიდეო – Freedom (Jon Batiste) |
საუკეთესო სიმღერა ვიზუალური მედიისათვის – All Eyes On Me (Bo Burnham) | საუკეთესო საუნდტრეკი ვიზუალური მედიისათვის – Soul & The Queen’s Gambit |
საუკეთესო როკ-ალბომი – Medicine At Midnight (Foo Fighters) | საუკეთესო R&B ალბომი – Heaux Tales (Jazmine Sullivan) |
საუკეთესო ახალი არტისტი – Olivia Rodrigo | საუკეთესო პოპ-ალბომი – Sour (Olivia Rodrigo) |
დუეტის/ჯგუფის საუკეთესო პოპ-შესრულება – Kiss Me More (Doja Cat & SZA) | საუკეთესო სოლო პოპ-შესრულება – Driver’s License (Olivia Rodrigo) |
საუკეთესო ალტერნატიული ალბომი – Daddy’s Home (St. Vincent) | საუკეთესო რეპ-ალბომი – Call Me If You Get Lost (Tyler, the Creator) |
საუკეთესო პროდიუსერი – Jack Antonoff | კლასიკური მუსიკის საუკეთესო პროდიუსერი – Judith Sherman |