უკრაინისთვის – საქველმოქმედო მარკეტი ღვინის ქარხანაში

9 და 10 აპრილს, ღვინის ქარხანაში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქველმოქმედო მარკეტი გაიმართება. მარკეტის ჩატარების იდეა უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის საჭიროებიდან გამომდინარე გაჩნდა. ორგანიზატორები მარკეტის შემდეგ ცდიან, აქტივობები უფრო მრავალფეროვანი და სისტემური გახადონ. ისინი გეგმავენ, იქამდე განაგრძონ მსგავსი აქტივობების ჩატარება, სანამ უკრაინელ ხალხს დახმარება დასჭირდება. აღსანიშნავია, რომ მარკეტის მონაწილეთა შორის შეხვდებით როგორც კარგად ნაცნობ ბრენდებს, ასევე ახალ საინტერესო სტარტაპებს.

ჩვენი მიზანია, საქართველოში მყოფ უკრაინელებს მივაწოდოთ საჭირო რესურსების შესახებ ინფორმაცია და კიდევ ერთხელ დავანახოთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ჩვენი გუნდი მუდმივ კომუნიკაციაზეა უკრაინელებთან და, დიდი ალბათობით, მათ მარკეტის მონაწილეებადაც ვიხილავთ,” – აცხადებს “თორმეტთან” ინტერვიუში მარიამ დანელია, საქველმოქმედო მარკეტის ორგანიზატორი და “ქართველები უკრაინისთვის” წარმომადგენელი.

ღონისძიება პეტრიაშვილის #1-ში შუადღის 2 საათზე დაიწყება და საღამოს 9 საათამდე გაგრძელდება. ადგილზე, უკრაინულ მუსიკასთან ერთად, შეხვდებით ფუდმარკეტსა და სასმელს, ქართულ ვენდორებსა და აქტივობებს ბავშვებისათვის. სახალისოდ გატარებული უქმეების პარალელურად სტუმრებს შეეძლებათ, წვლილი შეიტანონ უკრაინელი ხალხის დახმარებაში.

“ყოველდღიურად იმატებს ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება. ჩვენი მიზანია, დროის გასვლასთან ერთად, ამ საკითხმა არ დაკარგოს აქტუალობა.  მნიშვნელოვანია, რომ  არ მოვდუნდეთ და ფეხი ავუწყოთ უკრაინელი ხალხის საჭიროებებს. გვჯერა, რომ ერთად დგომით შეგვიძლია რეალური დახმარება გავუწიოთ უკრაინელ ხალხს და კვლავ დავანახოთ ჩვენი მხარდაჭერა”