“Stranger Things”-ის ახალი სეზონის ტრეილერი გავრცელდა

 

Photo Credits: Netflix

ორწლიანი პაუზის შემდეგ სერიალი „Stranger Things” მაყურებელს მე-4 სეზონით უბრუნდება.

12 აპრილს ნეტფლიქსმა ახალი სეზონის ტრეილერი გაავრცელა. ცნობილია, რომ სეზონი ორ ნაწილად იქნება გაყოფილი. პირველი ნახევრის პრემიერა 27 მაისსაა დაგეგმილი, მეორე ნაწილის ყურება კი მაყურებელს 1-ელი ივლისიდან შეეძლება. სეზონი სულ 9 ეპიზოდისგან შედგება.

სიუჟეტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტრეილერში ჩანს, რომ მოვლენები მესამე სეზონში მომხდარი დამანგრეველი ბრძოლიდან 6 თვის შემდეგ ვითარდება. ასევე ვხედავთ, რომ ყველასთვის ნაცნობი მეგობრები ჰოკინსიდან შორს ცხოვრობენ. ცვლილებების მიუხედავად, ტრეილერიდან ჩანს, რომ პერსონაჟები ვერ ახერხებენ წარსულისგან თავის დაღწევასა და ხელახლა უწევთ ზებუნებრივ საფრთხეებთან გამკლავება.

თებერვალში ცნობილი გახდა, რომ სერიალს მე-5 სეზონიც ექნება. დიდი ალბათობით ამ სეზონშივე ვიხილავთ 2016 წელს დაწყებული ისტორიის დასასრულსაც.

ე-4 სეზონის ტრეილერი კი შეგიძლიათ იხილოთ აქ: