ტურინში გერმანიის წარმომადგენელი მალიკ ჰარისი იქნება

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გერმანიის წარმომადგენილი მალიკ ჰარისი იქნება სიმღერით „Rockstars”. წარმომადგენლის ასარჩევად გერმანიაში ნაციონალური კონკურსი „Germany 12 points” ჩატარდა, რომელშიც 6 შემსრულებელი მონაწილეობდა. გამაჯვებული ჟიურის გარეშე, რადიომსმენელებისა და ტელემაყურებლების ხმებით შეირჩა. მალიკ ჰარისმა რადიომსმენელების ხმებით მეორე, ხოლო ტელემაყურებლების ხმებით პირველი ადგილი დაიკავა და საერთო ჯამში პირველი ადგილი დაიკავა.

მალიკ ჰარისი გერმანელ-ამერიკელი არტისტია, რომელიც გერმანიაში, ბავარიაში დაიბადა და გაიზარდა. ოჯახის წევრების გავლენით ბავშვობიდანვე მუსიკასთან საკმაოდ დიდი შეხება ჰქონდა და 13 წლის ასაკიდან თავისი გიტარით, სხვა სიმღერების ქავერებსაც ასრულებდა. პროფესიონალური კარიერა 2018 წელს დაიწყო, როდესაც მისი პირველი სინგლი “Say the Name” გამოვიდა.

Photo by HANNIBAL HANSCHKE

„Rockstars” შემსრულებლისთვის პერსონალურად მნიშვნელოვანი სიმღერაა. მალიკ ჰარისის აზრით, სიმღერა მსემენელებს იმედის ნაპერწკალს სთავაზობს ამ მძიმე დროს და დაანახებს მათ, რომ ყველანი ერთ ნავში ვართ.

გერმანია ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ერთერთი დამფუძნებელი ქვეყანაა, შესაბამისად კონკურსში 1956 წლიდან მონაწილეობს. ხანგრძლივი მონაწილეობისდა მიუხედავად, ქვეყანას გამარჯვება მხოლოდ ორჯერ აქვს მოპოვებული 1982 და 2010 წლებში. როგორც დიდი ხუთეულის ერთერთი წარმომადგენელი გერმანელი შემსრულებელი პირდაპირ ფინალში 14 მაისს შეასრულებს თავის სიმღერას.

არტისტის Instagram გვერდი: @_malikharris_