2022 წლის ევორივიზიის სიმღერის კონკურსზე ავსტრალიის წარმომადგენელი შელდონ რაილი იქნება

ავსტრალიამ თავისი წარმომადგენილი 2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის ნაციონალური კონკურსით “Australia Decides”-ით აარჩია. გამარჯვებული, რომელიც შელდონ რაილი გახდა სიმღერით “Not the Same”, ჟიურისა და ტელემაყურებლების ხმებით შეირჩა. ორივე კომპონენტში შელდონმა მეორე ადგილი დაიკავა, რითაც საერთო ჯამში 11 მონაწილეს შორის პირველი ადგილის დაკავება და ტურინის საგზურის მოპოვება მოახერხა.

სიდნეიში დაბადებული შელდონ ჰერნანდეზისთვის საკონკურსო გარემო საკმაოდ ცნობილია: მომღერალი მონაწილეობდა ავსტრალიის X ფაქტორშიც და ავსტრალიის „The Voice”-შიც. მან „The Voice”-ში 2018 წელს მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 2019 წელს მხოლოდ და მხოლოდ ნახევარ ფინალში გამოეთიშა პროექტს. შელდონ რაილის ბრმა შერჩევის დროს შესრულებული მადონას „Frozen”  2019 წელს საკმაოდ პოპულარული გახდა და Youtube-ზე 15 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ასევე პოპულარობით სარგებლობდა მომღერალის სხვა შესრულებებიც.

„Not the Same” მომღერლის პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული სიმღერაა. „ეს არის ამბავი, რომელის მოყოლოსაც ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ შევძლებდი.“ ამბობს შელდონ რაილი. სიმღერაზე ლაპარაკისას ის ასევე ამბობს, რომ სიმღერა იმ ბავშვის მოგონებებით დაიწერა, რომელსაც 6 წლის ასაკში ასპერგერის სინდრომი დაუდგინეს, სიღარიბეში გაიზარდა და საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გარკვევას ცდილობდა. მომღერლის შესრულება არა მარტო მისი ხმითა და სიმღერის მესიჯით არის გამორჩეული, ის ვიზუალურადაც საკმაოდ დატვირთულია.

ავსტრალია ევორივიზიის სიმღერის კონკურსში 2015 წლიდან მონაწილეობს. მონაწილეობის პირველ წელს, ისინი ავტომატურად იყვნენ ფინალში, ხოლო დანარჩენი ხუთი მონაწილეობიდან ქვეყანამ ოთხჯერ მოახერხა ნახევარ ფინალიდან ფინალში გადასვლა. ავსტრალიის წარმომადგენილი წელს მაყურებლების წინაშე მეორე ნახევარ ფინალში 12 მაისს წარდგება.

არტისტის Instagram გვერდი: @sheldonriley