Nimona – “დისნეის” მიერ უარყოფილი ანიმაცია

ნიმონა“ ნოელ სტივენსონის ამავე სახელწოდების მქონე გრაფიკული ნაწარმოების ადაპტაციაა, რომელიც შეიფშიფტერი თინეიჯერის ამბავს გვიყვება. ნოველაში მოქმედება ტექნო-შუასაუკუნეების ესთეტიკის სამყაროში ვითარდება, რომელშიც რაინდები საგმირო საქმეებით ცდილობენ ხალხში პოპულარობის მოპოვებას. ამბის ერთ-ერთი მთავარი გმირიც სწორედ რაინდი ბალისტერ ბლექჰართია, რომლის დახმარებაც მხოლოდ და მხოლოდ ნიმონას შეუძლია მას შემდეგ, რაც ბლექჰართს ხალხი სრულიად უსაფუძვლოდ დამნაშავედ შერაცხავს. მთავარი პრობლემა, რაც “დისნეის” ამ ისტორიასთან ჰქონდა იყო სერ ბალისტერისა და მისი მეტოქის, ამბროსიუს გოლდენლოის კოცნა.

Photo Credits: HarperCollins

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა “დისნეი” ლგბტქ+ თემატიკაზე საუბრის აკრძალვას უჭერს მხარს. 2022 წლის დასაწყისში კომპანიამ დააფინანსაDon’t Say Gay” კანონ, რომელიც ფლორიდის შტატის საჯარო სკოლებში ლგბტქ+ საკითხებზე, სექსუალურ ორიენტაცისა და გენდერულ იდენტობიანხილვას კრძალავს.

საბედნიეროდ “დისნეის” მიერ პროექტის თაროზე შემოდების შემდეგ „ნიმონამ“ ახალი სახლი “ნეტფლიქსზე” იპოვა, სადაც მაყურებელს ისტორიის ნახვა სრულად, კორექტირებების გარეშე შეეძლება. ფილმში მთავარ პერსონაჟებს ქლოი გრეის მორეცი, რიზ აჰმედი და იუჯინ ლი იანგი ახმოვანებენ.