საბერძნეთის წარმომადგენელი ტურინში ამანდა ტენფიორდი იქნება

ამანდა ტენფიორდი, რომელიც წელს ევროვიზიაზე საბერძნეთის წარომამდგენელი იქნება, ქვეყნის ნაციონალურმა ტელემაუწყებელმა შიდა შერჩევით შეარჩია. შერჩევაში სულ 25 არტისტი იღებდა მონაწილეობას და მათ შორის საუკეთესო ჟიურიმ შეარჩია, რომელშიც როგორც ტელემაუწყებლის წარმომადგენელები, ასევე პროფესიონალი მუსიკოსები იყვნენ. ამანდა ევროვიზიისთვის 15 დეკემბერს შეირჩა, ხოლო მისი სიმღერა “Die Together” 10 მარტს გამოვიდა.

ამანდა კლარა გეორგიადის ტენფიორდი ნორვეგიულ-ბერძნული წარმოშობის არტისტია. ის ნორვეგიაში დაიბადა, მაგრამ ბავშვობის წლები საბერძნეთში გაატარა, სანამ ოჯახთან ერთად ისევ ნორვეგიაში დაბრუნდებოდა, ქალაქ ტენფიიორდში, რაც მისი სასცენო სახელის ინსპირაციაც გახდა. 2015 წლიდან ამანდა სწავლობს მედიცინას. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს მან განაცხადა, რომ უფრო მეტად მუსიკალურ კარიერაზე კონცენტრირდებოდა, ამანდა Covid-19-ის პანდემიის დროს მაინც მუშაობდა მედიცინის განხრით.

Who Is Amanda Tenfjord? All You Need To Know About Greece's 2022 Artist 🇬🇷 – EuroBuzz
Photo credits to Thomas Rosser

ამანდა ტენფიორდს მუსიკასთან შეხება ბავშვობიდანვე ჰქონდა, სწავლობდა პიანონზე დაკვრას  5 წლიდან, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ მუსიკალურ კონკურსსა და ფესტივალში. მისმა პირველმა ალბომმა “First Impressions” გამოსვლისთანავე დიდი მოწონება დაიმსახურა. მომღერალის ერთერთი სიმღერა “Troubled Water” 2020 წელს ნეტფლიქსმაც გამოიყენა სერიალში “Spinning Out”.

საბერძნეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 1974 წლიდან მონაწილეობს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ანგარიშზე მხოლოდ ერთი მოგებაა 2005 წელს, საბერძნეთი ერთერთი იმ ცოტა ქვეყანათაგანია, რომელსაც ფინალში ბოლო ადგილი არასოდეს დაუკავებია. წელს ამანდა ტენფიორდი სიმღერას „Die Together” პირველ ნახევარ ფინალში 10 მაისს იმღერებს.

არტისტის ოფიციალური Instagram გვერდი: @amandatenfjord