ბელგიამ საკუთარი არტისტი ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის ერთერთმა პირველმა წარადგინა, ჯერ კიდევ სექტემბერში, მაგრამ სიმღერა “Miss You”, რომელსაც ჟერემი მაკისი ასრულებს, მხოლოდ და მხოლოდ 10 მარტს გამოვიდა. ქვეყანამ საკუთარი წარმომადგენელი ინტერნალური შერჩევის გზით შეარჩია.
ჟერემი მაკისი მუსიკალური ოჯახიდან მოდის, შესაბამისად მისი სიმღერის ტალანტი მშობლებმა ბავშვობიდანვე შეამჩნიეს და ეკლესიის გუნდში მღეროდა. არტისტის პოპულარულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც წინა წელს მან „The Voice Belgique”-ში, პოპულარული პროექტის ბელგიურ ვერსიაში გამაჯვება მოახერხა.

გარდა მუსიკალური კარიერისა ჟერემი მაკისს წარმატებული კარიერა აქვს ფეხბურთშიც. მეკარის პოზიციაზე მოთამაშე არტისტს ერთწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული ბელგიურ ფეხბურთის კლუბთან Excelsior Virton. შემსრულებელი ასევე დაინტერესებულია გეოლოგიით და ამ განხრით სწავლობს უნივერსიტეტში. ჟერემი მალიკი ამბობს, რომ მომავალში იმედი აქვს, რომ გააგრძლებს როგორც მუსიკალურ და საფეხბურთო კარიერას, ასევე სწავლას გეოლოგიის განხრით.
ბელგია ევროვიზიაში პირველივე კონკურსიდან, 1956 წლიდან მონაწილეობს და ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ შეძლო გამარჯვება 1986 წელს. წელს ბელგიის წარმომადგენელი სიმღერას “Miss You” მეორე ნახევარ ფინალში 12 მაისს შეასრულებს.
არტისტის ოფიციალური Instagram გვერდი: @jeremiemakiese.off