შვედეთის წარმომადგენელი ევროვიზიის 2022 წლის კონკურსზე კორნელია ჯეიკობსი იქნება

შვედეთმა საკუთარი წარმომადგენლის ასარჩევად ტრადიციულად ყოველწლიური კონკურსი „Melodifestivalen” გამოიყენა. კონკურსი რამდენიმე საღამოს განმავლობაში იმართებოდა და საბოლოო გამარჯვება კორნელია ჯეიკობსმა მოიპოვა სიმღერით “Hold Me Closer”. სიმღერა ჟიურისა და ტელემაყურებლების ქულებით შეირჩა, პირველ კომპონენტში კორნელიამ პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მეორეში მეორე, რაც საბოლოოდ გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ანნა კორნელია ჯეიკობსდოტტერ სამუელსონი მუსიკალური ოჯახიდან მოდის. მისი მამა შვედი იაკობ სამუელი როკ-ვარსკვლავია, ხოლო ბებია კომპოზიტორია. კორნელიას მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო ბენდ Love Generation-თან ერთად. ბენდმა ორჯერ მიიღო მონაწილეობა მელოდიფესტივალენში, მაგრამ ორივეჯერ წარუმატებლად. კორნელიას სოლო კარიერა ბევრად უფრო გვიან, 2018 წლიდან იწყება. 2022 წლის მელოდიფესტივალენი მისი პირველი სოლო მონაწილეობა იყო ამ კონკურსში.

შვედეთი ევროვიზიაში ერთერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა. მისი დებიუტი კონკურსში 1958 წელს შედგა და გამარჯვება ექვსჯერ მოიპოვა, მათ შორის წინა დეკადაში ორჯერ – 2012 და 2015 წლებში. წარმატებულობისდა მიუხედავად, შვედეთიც ჩვეულებრივად ნახევარ ფინალებში იღებს მონაწილეობას. წელს კორნელია ჯეიკობსი მეორე ნახევარ ფინალში 12 მაისს წარსდგება.

არტისტის ოფიციალური Instagram გვერდი: @corneliajakobsdotter