ტურინში პორტუგალიას არტისტი მარო წარადგენს

პორტუგალიის წარმომადგენელი წლევანდელ ევროვიზიაზე მარო მას შემდეგ გახდა, რაც პორტუგალიური ყოველწლიური კონკურსის „Festival da Canção”-ს მოგება მოახერხა. ფესტივალში მონაწილე ოცი სიმღერიდან გამარჯვებული ჟიურისა და ტელემაყურებლების ხმებით შერიჩა და სიმღერამ „Saudade, saudade” ორივე კომპონენტში პირველი ადგილი დაიკავა.

მარიანა ბრიტო და კრუზ ფორჯაზ სეკკა, რომლისთვისაც მარო სასცენო სახელია, პორტუგალიელი მომღერალია. თავდაპირველად მას სურვილი ჰქონდა, რომ ვეტერინარი გამხდარიყო, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი მაინც სიმღერასა და მუსიკაზე შეაჩერა, დაამთავრა ბერკლის მუსიკის კოლეჯი და საცხოვრებლად ლოს ანჯელესშიც გადავიდა. არტისტს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან აქვს კოლაბორაციები, როგორებიცაა ჯეიკობ კოლიერი, დუეტი Odesza და სხვები.

სიმღერის სათაური Saudade პორტუგალიური სიტყვაა, რომლის ერთი სიტყვით გათადარგმნა ნებისმიერ ენაზე საკმაოდ რთულია. არტისტის თქმით მისი ყველაზე კარგად განმარტება შეიძლება როგორც მონატრებად, ნოსტალგიად, გრძნობად რომელსაც ვიღაცის გარდაცვალება გიტოვებს: თან მტკივნეულ მონატრებად და თან ბედნიერებად, რომ გაქვს რაღაც მოსანატრებელი. მარომ სიმღერა მაშინ დაწერა, როდესაც ბაბუა გარდაეცვალა.

პორტუგალია ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 1964 წლიდან მონაწილეობს. მათ გამარჯვება მხოლოდ ერთხელ, 2017 წელს მოახერხეს, როდესაც ქვეყანა სალვადორ სობრალმა წარადგინა. წელს მარო სიმღერით “Saudade, saudade” პირველ ნახევარ ფინალში 10 მაისს წარდგება.

არტისტის ოფიციალური Instagram გვერდი: @maro.musica