Art Weekend 2022 – საჯარო ლექციების ფესტივალი

Art Weekend თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტია, რომელიც 2014 წლიდან დღემდე ხელოვნების შესახებ საჯარო ლექციების ყოველწლიურ ფეტივალად და  შიდასაუნივერსიტეტო ტრადიციად ჩამოყალიბდა. იმის მიუხედავად, რომ პროექტის თემატიკა ყოველ წელს განსხვავებულია, Art Weekend მაინც არ კარგავს თავდაპირველ ფუნქციას: აუდიტორიას საინტერესო მომხსენებლები წარუდგინოს; აქტუალური თემები, ცოცხალი მუსიკა და უბრალოდ, სასიამოვნო გარემო შესთავაზოს.

წლევანდელი ArtWeekend-ის მთავარი თემა ხელოვნება და პროტესტი იქნება. ფესტივალზე მოწვეული სპიკერები ხელოვნებაში გამოხატული პროტესტის ფორმებზე ისაუბრებენ და უკრაინის მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.  ArtWeekend  კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში სამი დღის განმავლობაში – 10, 11 და 12 ივნისს ჩატარდება. ფესტივალზე დასწრება შეზღუდული არ არის და ნებისმიერი  მსურველისათვის ღია იქნება. პროექტი წელს საქართველოს ბანკის, ზუმერისა და მეამას მხარდაჭერით გაიმართება.

ფესტივალის განრიგი:

10 ივნისი
18:30
სალომე ჯაშის ფილმის “მოთვინიერების” ჩვენება და განხილვა რეჟისორთან ერთად

11 ივნისი
15:00 კოტე ბოლქვაძე – საბჭოთა ხელოვნება
16:30
გვანცა ჯობავა- ლიტერატურა და ცენზურა
18:30 ბექა ყორშია – პროტესტის ენა არაბულ ლიტერატურაში

12 ივნისი
15:00
რაფიელ კაკაბაძე და კატერინა კოზაკი – მუსიკა და პროტესტი
16:30
გურამ წიბახაშვილი – ომი და ფოტოგრაფია
18:00-დან “კოლექტივი”;  ლევან სიდიანი