ქვიარ თემები მსოფლიო მითოლოგიაში

მსოფლიო მითოლოგია სავსეა მრავალფეროვანი ისტორიებით, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ დავაკვირდეთ და გამოვიკვლიოთ მათი შემქმნელი საზოგადოებების შეხედულებები და მიდგომები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. გასაკვირი არ უნდა იყოს მითებში ქვიარ ისტორიების არსებობაც, რომლებიც მრავალ საინტერესო ლგბტქ+ პერსონაჟს აერთიანებენ. ხოლო ის, თუ როგორ არიან ქვიარ გმირები დახატული ამ მითებში კარგად გვაჩვენებს რა დამოკიდებულება ჰქონდათ ანტიკურ ხალხებს მათ მიმართ. საკითხის სიღრმიდან და მასშტაბიდან გამომდინარე ერთ სტატიაში საკმაოდ რთულია დეტალური ინფრმაციის ჩატევა, ამიტომ გთავაზობთ მოკლედ მოყოლილ ამბებს შედარებით ნაკლებად ცნობილ გმირებსა და ღმერთებზე.

ბერძნული მითოლოგია

ზევსი

ელვისა და ქუხილის ღმერთი მითოლოგიაში ცნობილია ქორწინების გარეთ რომანტიკული ურთიერთობებით. ერთ-ერთ მითში ზევსი ტროელ პრინცს, განიმედეს იტაცებს და ოლიმპოს მთაზე მიჰყავს ღმერთების მერიქიფედ. ჰომეროსი განიმედეს მოკვდავთა შორის ყველაზე ლამაზსაც კი უწოდებს. პლატონის მიხედვით ზევსის სიყვარულზე მიუთითებს მის მიერ ანიმედესთვის ნაჩუქარი უკვდავებაც. განიმედე ხშირად ერთსქესიანთა სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. გატაცების ამსახველ ნახატებში მას უჭირავს მამალი (საყვარლის საჩუქარი), რგოლი (ბიჭის სათამაშო) ან ლირა. დღეს განიმედეს სახელი იუპიტერის (ზევსის რომაული სახელი) ერთ-ერთ თანამგზავრს ჰქვია.

Berlin Painter, Louvre Museum

ჰერმაფროდიტე

ბერძნულ მითოლოგიაში კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟი სიყვარულის ქალღემერთის, აფროდიტესა და ღმერთების მაცნის, ჰერმესის შვილი ჰერმაფროდიტეა. ზოგიერთი წყაროს თანახმად მას წყლის ნიმფა სალმაკისი შუყვარდა, რომელმაც ღმერთებს მათი სხეულების გაერთიანება სთხოვა და აუსრულდა კიდეც. ამასთანავე, სელმაკისის წყაროს გაუჩნდა თვისება მასში მობანავე კაცებისთვის ფემინურობა შეეძინა. ძველი ბერძნები ჰერმაფროდიტეს გამოსახავდნენ როგორც მამაკაცის, ისე ქალის ფიზიკური მახასიათებლებით.

Rhode Island School of Design Museum

ეგვიპტე

პირამიდის კედლებზე გამოსახული იეროგლიფებითა და შემონახული მითებითასტურდება ომოსექსუალური ურთიერთობების არსებობა, ნილოსისპირა კულტურასაშიც. დღეს ბევრი მეცნიერი ვარაუდობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სექსთან დაკავშირებული ყველა საკითხს გარკვეულწილად ტაბუდადებული იყო, ჰომოსექსუალობის შეუწყნარებლობა იმდენად უცხო ცნებად ჩანდა, რომ არცერთი ჩანაწერი არ ადასტურებს მის აკრძალულობას.

Egyptian archives

ისისი

ეგვიპტური ქალღმერთი, რომელსაც ბერძნებიც ეთაყვანებოდნენ ცნობილია იფისის დახმარებით და მის გენდერთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტით. იფისის მამას, რომელსაც მუდამ კაცი მემკვიდრე სურდა, მისმა მეუღლემ დაუმალა ქალიშვილის გაჩენის ამბავი და ის კაცად აღზარდა. მას შემდეგ, რაც იფისს ქალი, ლანთე შეუყვარდა, სასოწარკვეთილმა მიმართა ქალღმერთ ისისს და დახმარება სთხოვა. ისისმაც შეისმინა მისი თხოვნა და იფისი კაცად აქცია. მიუხედავად ჰეტეროსექსუალური დასასრულისა აშკარაა მითში ლგბტქ+ თემების მნიშვნელობა.

აპი
ჰაპი, ნილოსის ღმერთი, იეროგლიფებში გამოსახულია, როგორც ინტერსექსუალი, ყალბი წვერით და მკერდით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მამაკაცად მოიხსენიება, იგი ასევე ითვლებოდა ნაყოფიერების სიმბოლოდ. ღვთაება გამოსახავდა როგორც მამრობითი, ასევე ქალის რეპროდუქციულ ძალს, თუმცა ამ თემასაც არ ჩაუვლია მეცნიერებს შორის დებატების გარეშე.

მაიას ტომი

მაიას ღმერთმა ჩინმა, რომელიც მოხსენებულია მეთექვსმეტე საუკუნიდან, შემოიტანა ჰომოეროტიზმი მაიას კულტურაში და შემდგომში ასოცირდა ერთსქესიანთა სიყვარულთან. მისმა მაგალითმა შთააგონა დიდებულთა ოჯახები, შეეძინათ ახალგაზრდები, თავიანთი ვაჟების შეყვარებულებად და ქორწინების მსგავსი სამართლებრივი ურთიერთობების შესაქმნელად.

იაპონია

იაპონური ფოლკლორისა და მითოლოგიის მიხედვით, ჰომოსექსუალობა სამყაროში შემოიტანეს შინუ ნო ჰაფურიმ და მისმა საყვარელმა ამა ნო ჰაფურმა. სენი იყვნენ მზის ქალღმერთის, ამატერასუს მსახურები. შინუს გარდაცვალების შემდეგ ამამ მწუხარებისგან თავი მოიკლა და წყვილი ერთ საფლავში დაკრძალეს. ამ ამბის ზოგიერთ ვერსიაში, სამარხზე მზეც კი აღარ ანათებდა, ანამ, სანამ შეყვარებულები ცალ-ცალკე არ დაკრძალეს, თუმცა მიუთითებს თუ არა ეს ჰომოსექსუალური ურთიერთობების უარყოფაზე დაზუსტებული არაა.

სკანდინავიური მითოლოგია

ზოგიერთ სკანდინავიურ ღმერთს შეეძლო სურვილისამებრ შეეცვალა სქესი. მაგალითად, ლოკი, მატყუარა ღმერთი, ხშირად გადაიქცეოდა ქალად. გარდა ამისა, უცნობია რატომ, მაგრამ სკანდინავიელებისათვის მაგია ქალის საქმიანობად მიიჩნეოდა, თუმცა ამას სულაც არ შეუჩერებია ოდინი მაგია გამოეყენებინა.

ელტური მითოლოგია

არ არსებობს აშკარა ცნობები კელტურ მითოლოგიაში არსებულ ჰომოსექსუალობაზე, მაგრამ შესაძლოა მეომრების გმირებს, კუჩულაინსა და ფერდიადს ისტორია მინიშნება მაინც იყოს რა დამოკიდებულება ჰქონდათ კელტებს მოცემულ საკითხთან. ორივე მითიურ გმირს ჰყავდა ცოლი, თუმცა ისტორიაში ნახსენებია მათი საერთო საძინებელი სივრცე და მათ შორის არსებული რომანტიკული ურთიერთობა. ამ ორ პერსონაჟს მითში იძულებით დუელში უწევს ჩართვა, რომელიც კუჩულანის მიერ ფერდიადის „იდუმალი იარაღით“, “გაე ბულგით” დამარცხებით სრულდება. ფერდიადის გარდაცვალების შემდეგ კუჩულაინის გოდება შეადარებულიაქილევსისა და პატროკლეს ისტორიის ტრაგიკულ დასასრულს.

ვსტრალიური აბორიგენული ტომები

ავსტრალიურ მითოლოგიურ არსებებს მიეკუთვნებიან ლაბარინჯები, ცისფერკანიანი ველური ქალები, ან „დემონი ქალები“, კვამლისფერი თმით. მათ შესახებ ისტორიები აჩვენებს, რომ ისინი მამაკაცებთან რომანტიკული, თუ სექსუალური ურთიერთობის ქონის არანაირ ინტერესს არ იჩენენ. პირიქით, ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც მათ ყურადღების მიქცევას აიძულებს, შეიძლება მოკვდეს. ისინი ზოგჯერ გამოსახულნი არიან როგორც ინტერსექსუალები, რომლებსაც აქვთ მამაკაცის ან ქალის გენიტალია. მათ მიმართ მიძღვნილ რიტუალებში ხშირად მონაწილეობდნენ ქალის ტანსაცმელში გადაცმული მამაკაცები.