ომის მემატიანე, რომელიც დილის მყუდროებას დაგირღვევთ

by Sarah Shatz

ალბათ ყველას გინახავთ ფოტო, რომელზეც გოგონა ბალეტის  tutu კაბითა და შამპანიურით ხელში ბერლინის კედლის თავზე დგას და კედლის დანგრევას ზეიმობს. ეს სურათი ბერლინის კედლის დანგრევის სიმბოლოდ იქცა, რაც გასაკვირი სულაც არაა. მოზეიმე გოგონას ფიგურა  სწორედ იმ თავისუფლებას გამოხატავს, რომელმაც ტირანიისა და ტოტალიტარიზმის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს ბოლო მოუღო და ძალიან მალე თვითონ საბჭოთა კავშირიც ზედ მიაყოლა. ამ ფოტოს უკან კი ექსტრავაგანტული ადამიანის თავისუფალი და მამაცი ისტორია დგას. სტენლი გრინი, ფოტოს ავტორი ომის ფოტოგრაფი იყო, რომელმაც მთელი ცხოვრება სიკვდილის ფირზე აღბეჭდვას დაუთმო.

გრინის ფოტოსერიები იმდენად მრავალფეროვანია, რომ მისი შემოქმედების ეპოქებად დაყოფა გამოუცდელი თვალისთვისაც არ წარმოადგენს პრობლემას. კარიერის დასაწყისში სტენლი პარიზში ცხოვრობდა და პარიზული მოდის ერთგული მემატიანე იყო, დილეტანტი, რომელიც კაფეებში იჯდა, პარიზელ გოგონებს ფოტოებს უღებდა და ჰეროინით იმარტივებდა ცხოვრებას. თუმცა ფოტოჟურნალისტიკამ მალევე გაიტაცა და პოლიტიკური მოვლენების ისტორიკოსად იქცა. პოლიტიკური მოვლენების გავლენა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე გრინის ცხოვრების მთავარ ინტერესად იქცა.

წყარო NOOR images
Polka Magazine
The New York Times

ფოტოჟურნალისტთან ერთად სტენლი გრინი პოეტიც იყო და თავისი პოეტურობით ფოტოჟურნალისტიკას განსაკუთრებული ნიშა შესძინა, ამ მხრივ ის პიონერი იყო. არტისტიზმითა და პოლიტიკით დაინტერესებულმა გრინიმ ამ ორი მიმართულების გაერთიანება მოახერხა. ფოტოჟურნალიზმის არსი კი სხვა არაფერია, თუ არა ყოველდღიური რეალობის პოეტურად აღბეჭდვა, ეს რეალობა კი ზოგჯერ სასტიკია, ზოგჯერ მხიარული, ზოგჯერაც – უბრალო და მოსაწყენი. სტენლიმ  სასტიკი რეალობის აღწერა აირჩია.

გრინის ყველაზე  გამორჩეული პროექტი ჩეჩნეთის კომფლიქტის ფროს რუსული აგრესიისა და მისი შედეგების აღბეჭდვა იყო. ის 1993 წელს კინაღამ მოკლეს პოსტსაბჭოთა რუსეთის ფედერავიაში, როდესაც სხდომაზე ბორის იელცინსა დარუსეთის ფედერაციის პარლამენტს შორის იდგა და ცდილობდა გადაეღო საბჭოთა იმპერიის დანგრევის შედეგად დარჩენილი სახელწიფოში მიმდინარე მოვლენები და მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა ტოტალიტარული რეჟიმის არსებობის სავალალო შედეგები. სტენლი გრინი აშუქებდა ბოსნია-ჰერცოგოვინას,საქართველოს, ერაიყის, სომალის, ლებანის, ავღანეთის კომფლიქტებს. როცა ომი იწყებოდა, გრინი მაშინვე ცხელ წერტილებში ჩნდებოდა და როცა ყველა გარბოდა, ის რჩებოდა. მან საკუთარი თავი გამბედავად მიუძღვნა ომისა და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას. ამ იდეის შემოქმედებაში გამოხატვა კი პოეტურობას მოითხოვს, სტენლი გრინიმ კი ამ პოეტურობის სწორად გამოყენების ხერხს მიაგნო. ის არ ყოფილა პირველი ფოტოჟურნალისტი, მაგრამ მის ფოტოებში ჩანს იმ არტისტის პოეტურობა, რომლის ცხოვრების მთავარ ვნებას არჩეული საქმიანობა წარმოადგენს.

სტენლი გრინი არაკომფორტულ სიმართლეს გვიყვებოდა და მისი შემოქმედება არც დღეს გვაძლევს უფლებას დავივიწყოთ ომისათვის დამახასიათებელი სიმახინჯე. მის მისიას წარმოადგენდა ჩვენთვის მშვიდი, კომფორტული დღის განადგურება, ჩვენი დათრგუნვა და კომფორტის ზონიდან გამოყვანა.

That is the job of a journalist, to upset your morning.-2010 interview with lens

გრინი 2017 წელს გარდაიცვალა, მთელი ცხოვრება სიკვდილს უყურა და საბოლოოდ სიკვდილმა მასაც მიაკითხა. მიუხედავად იმისა, რომ გმირულად, ომში არ დაღუპულა, მან გმირულად იცოცხლა და მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ომში გაატარა. დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, უკრაინის ომის პირველ ხაზზე იდგებოდა და გამბედავად განაგრძობდა რუსული აგრესიის მხილებას, ისევე, როგორც ჩეჩნეთსა და საქართველოში.

The New York Times
Artnet
Musée Nicéphore Niépce