აღმოაჩინე არტისტი: SadSvit

2020 წელს პანდემიამ და იზოლაციამ სახლში ჩაკეტილ ადამიანებს სიახლეებისკენ გვიბიძგა. ზოგმა ახალი ჰობი აღმოაჩინა, ზოგიც ძველებს დაუბრუნდა. ეს წელი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა არტისტებისთვისაც, რადგან ბევრ მათგანს ახალი ალბომების ჩაწერისთვის გამოუჩნდა დრო. ბოგდან რაზვადოვსკიც, უკეთესად ცნობილი როგორც SadSvit, პრფესიონალურ კარიერას 2020 წლიდან იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ არტისტისთვის პროფესიონალური კარიერა მხოლოდ 16 წლის ასაკში დაიწყო, აღსანიშნავია, რომ ბოგდანს ბავშვობიდანვე აინტერესებდა მუსიკა და ქმნიდა კიდეც სხვადასხვა მელოდიებს თავის ლეპტოპში, მაგრამ უკრაინელმა არტისტმა პროდუსერობას მომღერლობა არჩია.

Photo Credits to SadSvit on instagram

ბოგდანის სასცენო სახელი „SadSvit” ორი სიტყვისგან შედგება: პირველი ინგლისური სიტყვა „Sad” სევდიანს ნიშნავს, ხოლოდ მეორე სიტყვა „Svit” უკრაინურლია და სამყაროს ნიშნავს, შესაბამისად„SadSvit“ გადაითარგმნება სევდიანი სამყარო. ვფიქრობ, რომ არტისტს ეს სახელი საკმაოდ უხდება, რადგან მუსიკა, რომელსაც SadSvit ქმნის ზუსტად იმ სევდას და ნოსტალგიას გაგრძნობინებს, რომელიც არც კი იცოდი, რომ გქონდა. სიმღერების ტექსტიც იმდენად პოეტურია, რომ ენობრივ ბარიერს კვეთს და მაინც გულში გწვდება. მანამდე მოსმენილი არტისტებიდან Sadsvit-ს ალბათ Molchat Doma-ს შევადარებდი. ორივე მათგანის მუსიკა შეიძლება დავახასიათოთ როგორც პოსტპანკი, მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო დიდი მსგავსება იმაშია, რომ ორივე არტისტის შემოქმედება ერთნაიარადნოსტალგიურია. განსხვავება, ვფიქრობ, ის არის, რომ Molchat Doma უფრო ხისტი და ცივია ამნოსტალგიის გამოხატვაში, ხანდახან პროვოკაციულიც კი, ხოლო SadSvit იმ ნოსტალგიასგაგრძნობინებს, რომელიც იმ ქალაქის მიმართ გაქვს, რომელშიც დაიბადე და გაიზარდე, ანბავშვობის მოგონებების მიმართ. ეს ნოსტლაგია უფრო იმედიანი და თბილია. სწორედ ამ გრძნობასგამოხატავს იდეალურად სიმღერები „Небo“, „Персонажі“ და „Квартали”.

2022 წლის 18 აპრილს აზოვის პოლკმა მარიუპოლის შესახებ გადაღებული ვიდეოს ბექგრაუნდადსწორედ SadSvit-ის სიმღერა „Касета“ გამოიყენა. ამან არტისტს როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისექვეყნის გარეთ მოუტანა კიდევ უფრო დიდი პოპულარობა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ყველაუკრაინელი არტისტის მგსავსად SadSvit თავის პლატფორმას იყენებს ქვეყნის დამცველებისთვისმხარდასაჭერად და მათთვის სიმღერაც კი აქვს მიძღვნილი „Повертайся живим” („დაბრუნდით ცოცხლები“).

რამდენიმე დღის წინ SadSvit-მა საკუთარ ინსტაგრამზე ახალი სიმღერის გამოსვლის თარიღად 28 ოქტომბერი გამოაცხადა. სანამ არტისტის ორ მინი ალბომს, ორ სრულ ალბომს და რამდენიმე სინგლს კიდევ ერთი ახალი სიმღერა შეემატება, მისი შემოქმედების უკეთ გასაცნობად რამდენიმე სიმღერას შემოგთავაზებთ:

 

 

არტისტის ოფიციალური ინსტაგრამ გვერდი: @sadsvit

არტისტის ოფიციალური სპოთიფაი: SadSvit

არტისტის ოფიციალური იუთუბ არხი: SadSvit