ამბავი ნამდვილი პოეზიის შემოქმედზე

პოეზია იმდენად მრავალფეროვანი ცნებაა, რომ მისი სიტყვებით აღწერა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ის დროისა და სივრცის მიღმა არსებობს, მაგრამ სამყაროში არსებულ ძალიან კონკრეტულ საგნებს განსაზღვრავს, აღწერს და იმორჩილებს. ყველა ის თვისება ახასიათებს, რაც საჭიროა იმისთვის, სამყაროს პირველსაწყისად მივიჩნიოთ. ძველი ბერძნენი ფილოსოფოსები არხეს ძიებისას სწორედ ისეთი რამის აღმოჩენას ცდილობდნენ, რაც თვისებრივად და რაოდენობრივად ძალიან კონკრეტული და განსაზღვრული საგნების შექმნას შეძლებდა. თუმცა მათ პოეზიაზე ბევრი არაფერი იცოდნენ, თუ იცოდნენ, ზედმეტად შეზღუდულად განმარტავდნენ. მისი განსაზღვრის ყველაზე ადრეული მცდელობა არისტოტელეს სახელს უკავშირდება. ეს ბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი პოეზიას პრაქტიკულ გამოყენებას უძებნიდა და ყურადღებას ამახვილებდა სიტყვის გამოყენებაზე რიტორიკაში, დრამაში, სიმღერასა თუ კომედიაში. იმისთვის, რომ ძველ ბერძნებს პოეზია სამყაროს პირველსაწყისად მიეჩნიათ, ზედმეტად არაპოეტურად, არარომანტიულად და პრაქტიკულად უყურებდნენ სამყაროს. პოეზიისთვის არხეს წოდება დღეს შეიძლება სასაცილოდაც ჟღერდეს, თუმცა ანაქსიმანდრეს აპეირონი სწორედ ისეთია, როგორიც პოეზია. ზედმეტად აბსტრაქტული იმისთვის, რომ ზუსტად აღწერო; თვისებრივად და რაოდენობრივად განუსაზღვრელი; დროისა და სივრცის მიღმა არსებული. მიუხედავად ამისა, ანაქსიმანდრე სამყაროს პოეტურად საერთოდ არ აღიქვამდა, მისი აზრით აპეირონიდან კოსმოსში, ანუ სამყაროში მოხვედრა საგნების სასჯელი იყო. არხეს რომანტიზება ყველაზე მეტად ჰერაკლიტეს გამოუვიდა, რომელმაც ძალიან ლამაზი თეორია შექმნა იმის შესახებ, რომ ადამიანის სული ვარსკვლავიდან გამოტყორცნილი ნაპერწკალია.

თანამედროვე სამყაროში, პოეზიის არსის განსაზღვრა სხვადასხვანაირად ხდება. გუგლის საძიებო სისტემაში სიტყვა „პოეზია“ რომ ჩაწერო, ბრაუზერი ათასგვარ განმარტებას შემოგთავაზებს. პოეზიის გაგონებისას, ზოგს უძველესი პოეტური ტექსტები ახსენდება, ზოგს საყვარელი პოეტების ლექსები, შესაძლოა სიმღერებიც მოიგონონ. პოეტური ტესტები პოეზიის ხელშესახები გამოვლინებებია, მაგრამ ეს ცნება ბევრად უფრო აბტრაქტული და მრავალფეროვანია, ვიდრე სანსკრიტის უძველესი ტექსტები ან ბობ დილანის სიმღერები.   ჯერ-ჯერობით, პოეზიის საუკეთესო, ყველაზე ამომწურავი განმარტება სამხრეთ კორეელ რეჟისორს, ჩან დონ ლის ეკუთვნის. ის თავის 2010 წლის ფილმში „პოეზია“ ამ აბსრაქტული ცნების ყოვლისმომცველ განსაზღვრებას იძლევა. ფილმი ხანშისესული ქალის, იანგ მიჯას ამბავს გვიყება, რომელიც სამხრეთ კორეის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობს, შვილიშვილზე ზრუნავს და ფულს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოხუცის მოვლით შოულობს.

სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველასა და ყველაფერზე მაღლა დგანან, თუმცა არა ეგოისტური, განდიდების მანიის პრინციპებით. ისინი მანკიერ, ბინძურ, წინააღმდეგობებით და გასაჭირით სავსე ყოველდღიურობაში ცხორობენ, მაგრამ ამ რუტინაზე ამაღლებულნი არიან. თითოქს დროსა და სივრცეში არსებული კოსმოსებისგან შორს დგანან, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ კოსმოსებში უწვთ ცხოვრება. გალაქტიონის სიტყვები „მაღალ ზრახვათა მეფე“ ასეთ ადამიანებს საუკეთესოდ აღწერს, ცისფერ ყანწელი პოეტი ამ სიტყვებით მყინვარს ახასიათებს, თუმცა თავადაც სწორედ ასეთად მიიჩნევდა თავს და ნამდვილად ჰქონდა არაამქვეყნიური ზრახვები. ჩან დონ ლის  მიჯასაც აქვს  „მაღალი ზრახვები“. ის უმწეო, გულუბრყვილო და სუფთაა, ყოველთვის ჰარმონიულ ფერებში აცვია, ყველას მიმართ კეთილადაა განწყობილი, ფინანსური სიდუხჭურე დიდად არ აწუხებს და მუდმივად იმ „მაღალ ზრახვათა“ ძიებაშია. მიჯა მთელი სიუჟეტის  მიმდნარეობისას ცდილობს გაიგოს, თუ როგორ იწერება პოეზია და ყველა პოეტს ერთსა და იმავეს ეკითხება: “how can I write poetry?” ამ კითხვაზე პასუხს ვერავინ სცემს და მიჯაც ყოველდღიურობის ჭაობში იძირება, დროებით ნებდება.

The sound of birds singing: what are they singing?

მიჯა პირველ ტექსტს ჩიტების ჭიკჭიკს უძღვნის, ეს ლექსი ისეთივე გულუბრყვილო, ამქვეყნიურობას მოწყვეტილი და ამოუცნობია, როგორიც ფილმის მთავარი გმირი სიუჟეტის დასაწყისში. ჰაეროვანი, ჰარმონიული, ლამაზი და უბრალო მიჯა ხანშიშესულობამდე ინარჩუნებს ამ თვისებებს. ცხოვრებისეული გამოცდილება საერთოდ არ ეტყობა, თითქოს პატარა ბავშია ვარდისფერი სათვალით. მისი სიყვარული ყვავილების მიმართ იმდენად დიდია, რომ თითქმის სულელურ ნარატივში გადასდის: „I love flower so much, I get happy just seeing them”. ქალის ნაივურობის არავის ესმის, მას თითქოს სულელი ლამაზმანის იმიჯი აქვს. ამ მონოტონურ, უფერულ რეალობაში მიჯა საკუთარ ადგილს ვერ პოულობს. ის საკუთარ გულწრფელ ემოციებს ვერავის უზიარებს, ამიტომ გადაწყვეტს პოეზია შეისწავლოს და საკუთარი გრძნობების თანაზიარი პოეტებში მოძებნოს. მიჯასთვის პოეზია ისეთივე გულრწფელი, წმინდა და სუფთაა, როგორიც საკუთარი გრძნობები. ალბათ იმიტომ, რომ პოეტური ტქსტებით სწორედ ამ განცდების ხორცშეხმა სურს. ქალი პოეტებს შორისაც აღმოაჩენს ისეთ ადამიანს, ვინც მიჯასეულ პოეზიას შეურაცხყოფს, ბინძურ რეალობაზე, საკუთარ მანკიერ ლტოლვებზე წერს ლექსებს.  ამ დროს მაყურებელი, ახალბედა პოეტთან ერთად, პოეზიის მრავალფეროვნების გააზრებას იწყებს.

The apricot throws itself to the ground

მიჯა მოულოდნელად რეალობის მისთვის აქამდე უცნობ, შეუმჩნეველ ასპექტებს ეჯახება. მისმა შვილიშვილმა მეგობრებთან ერთად გოგონა გააუპატიურა, გოგონამ კი თავი მოიკლა; დამნაშავეების მშობლები ცდილობენ ფულით მოისყიდონ მსხვერპლის დედა და შვილები სასჯელისგან იხსნან; მისი დამსაქმებელი ქალთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობს; ალცაიმერის დიაგნოზს უსვამენ. ეს ყველაფერი მიჯას მოულოდნელად ჭაობში ითრევს, ქალი პოეზიის შექმნის მცელობაში „მაღალ ზრახვებს“ მოსწყდება და ძირს ენარცხება, როგორც ხიდან ძირს ჩამოვარდნილი ატამი, რომელიც ახალბედა პოეტისთვის ინსპირაციის წყაროდ იქცა. მიჯას ხიბლავს ატამი, რომელშიც მიწიერი სამყაროსკენ ლტოლვას ხედავს: “Fallen apricots have better taste”. ატმები ხის ტოტებს შორდებიან, მიწას ესწრაფვიან, რათა ძირს დაენარცხონ, გაიჭყლიტონ, ადამიანებმა ფეხით გადაუარონ. ისინი ცხოვრებისთვის მზად არიან. მიჯას მოულოდნელად ყოველადღიური მანკიერი ცხოვრება ხიბლავს და ამ რუტინაში ებმება, თვლის, რომ ამით სხვა ცხოვრებისთვის ემზადება. თანაც თავისი პოეზიის შესაქმნელად გამოცდილება სჭირდება.

Agnes’s song

მიჯა ბოლოს ისევ „მაღალ ზრახვებს“ უბრუნდება, საბოლოოდ სწავლობს პოეზიის შექმნას. თუმცა ფილმის სხვა პერსონაჟებს შორის, მიჯა ერთადერთია, ვისაც პოეზიის ხორცშესხმა შაუძლია. სწორედ ისაა ადამიანი, რომელსაც ყველა ის თვისება აქვს, რაც პოეზიის  ხელშესახები გამოვლინების, პოეტური ტექსტების შექმნისთვისაა საჭირო. ნამდვილ პოეზიას არ ქმნიდნენ არც პოლიციელი, რომელიც თავის სექსუალურ ლტოლვასა და სურვილებზე წერდა, არც ლამაზი ქალბატონი, რომელიც არაბუნებრივად  ჰარმონიულად აღწერდა საკუთარ განცდებს და არც ცნობილი პოეტი, რომელიც „პოეზიის“ მთავარ გმირს ლექსების წერას ასწავლიდა. თვისებრივად განუსაზღვრელი პოეზიიდან ძალიან კონკრეტული თვისებების მქონე ლექსების შექმნა მხოლოდ მიჯამ შეძლო, თავისი მაღალი ზრახვებისა და მიწაზე დანარცხებით მიღებული გამოცდილების შერწყმით.

იანგ მიჯა თავისი სრულყოფილი პოეზიით გვემშვიდოებება.

Before crossing the black river
With my soul’s last breath
I am beginning to dream…
a bright sunny morning…
again I awake blinded by the light…