ჯეიმს ჯოისის წერილი ნორა ჯოისს. წარმოქმნილმა გაუგებრომამ, თითქოს ნორა მეუღლის ერთგული არ იყო, წყვილი ერთმანეთს მოკლე ხნით დააშორა, თუმცა მალევე ყველაფერს ნათელი მოეფინა. ჯოისი წერილში მესამე პირის გამოყენებით წერს თავის მეუღლეს.
მისგან ორი ძალიან კეთილი წერილი მივიღე დღეს, ამიტომ შესაძლებელია ჯერ კიდევ აქვს გრძნობები ჩემ მიმართ. წუხელ, როცა ამ წერილს ვწერდი, უკიდურეს სასოწარკვეთას ვგრძნობდი. მის უმოკლეს სიტყვასაც კი ჩემთვის უსაზღვრო მნიშვნელობა აქვს. მთხოვს, რომ დავივიწყო სულელი გოგონა გალავეიდან (ნორას დაბადების ადგილი), რომელიც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა. ამბობს, რომ ზედმეტად კეთილი ვარ მის მიმართ. მიამიტი, ტკბილი გოგონა! ნუთუ ვერ ხედავს, რა გამყიდველი ვარ?! მისი სიყვარული ჩემდამი უშლის ხელს ამის დანახვაში.
ვერასდროს დავივიწყებ მის გუშინდელ მოკლე წერილს, ასე რომ მოხვდა გულს. ვიგრძენი, რომ ჩუმად მაქცევდა ზურგს, რადგან დიდხანს ვსარგებლობდი მისი სიკეთით.
დღეს იმ სასტუმროში წავედი, რომელშიც ცხოვრობდა, პირველად რომ შევხვდი. მტვრიან დერეფანში წამით შევყოვნდი აღელვებისაგან.
იმ ოთახში გავჩერდი, სიყვარულით სავსე გულით რომ დაიარებოდა ხოლმე. ღმერთო, ჩემო! თვალები ცრემლებით მევსება ! რატომ ვტირი? ვტირი იმიტომ, რომ სევდიანია ფიქრი მასზე, თუ როგორ გადაადგილდებოდა, ჭამდა აქ, სადად ჩაცმული და უბრალო მანერებით, დაკვირვებული, როგორ ატარებდა გულით საიდუმლოს, მოციალე ალს რომ სწვავს ხოლმე ადამიანების სულებსა და სხეულს.
შეცოდებისგანაც ვტირი, რომ ჩემნაირი სულმდაბალი შეუყვარდა. მეცოდება საკუთარი თავიც, რადგან ვერ გავხდი ღირსი ვყვარებოდი.
ორჯერ ამ წინადადების წერისგან ჩემი ცრემლები ყელში მომაწვა და პირიდან გადმოიფრქვა.
მასში მიყვარდა თავად სამყაროს მშვენიერება, ცხოვრების იდუმალება და სილამაზე თავად, იმ მოდგმის სილამაზე და ტრაგიკული ბედისწერა, რომლის შვილიც თავად ვიყავი, სულიერი სიწმინდის სურათები და ყმაწვილური შეცოდება.
მისი სული ! მისი სახელი ! მისი თვალები ! ისე მეჩვენება თითქოს, მინდვრის ლამაზი ლურჯი ყვავილები იზრდებოდეს ჩახლართულ, წვიმისაგან დამპალ ღობეებზე.
და მე მიგრძვნია, თუ როგორ თრთოდა მისი სული ჩემ ქვეშ, როგორ ეუბნებოდა თავის სახელს ღამეს, და მოთქვამდა, რომ ენახა წარმავალი ცხოვრების მშვენიერება, როგორც სიზმარი მის თვალებს მიღმა.
ვირჯინია ვულფის უკანასკნელი (თვითმკვლელობის წინა) წერილი ლეონარდ ვულფს
უძვირფასესო,
დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ვიშლები. ვგრძნობ, რომ მეორედ ვეღარ გადავურჩები ამ ტანჯვას. ვეღარც გამოვკეთდები. ზოგჯერ ხმები მესმის და ვერ ვკონცენტრირდები. ამიტომ ვაკეთებ, იმას რაც მიმაჩნია, რომ საუკეთესო გამოსავალია. შენ ცხოვრებაში ყველაზე დიდი დიდი ბედნიერება მომანიჭე, რაც შეიძლებოდა. ყველაფერი იყავი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყავი. მგონია, ვერავინ იქნებოდა ჩვენსავით ბედნიერი, ეს საშინელი დაავადება რომ არ დამმართნოდა. ვეღარ ვუმკლავდები. ვიცი, რომ შენ სიცოცხლესაც ფუჭად ვხარჯხავ, ჩემ გარეშე შეძლებდი გემუშავა. და ასეც იზამ, ვიცი.
ხედავ, წერილსაც კი ვერ გწერ სწორად. ვერც ვკითხულობ.
რისი თქმაც მინდა, ისაა, რომ რაც ჩემს ცხოვრებაში ბედნიერება ყოფილა, შენ გიმადლი. შენ იყავი ბოლომდე მომთმენი და წარმოუდგენლად კეთილი. მინდა გითხრა, რომ ეს ყველამ იცის. თუ ვინმე გადამარჩენდა, მხოლოდ შენ თუ იქნებოდი. ყველაფერი გაქრა ჩემიდან, გარდა უეჭველობა შენი სიკარგისა. შენს ცხოვრებას ვეღარ გავფლანგავ.
არამგონია ვინმე ყოფილიყო ჩვენსავით ბედნიერი.
ფრანც კაფკას წერილი მილენა იესენსკას
დღეს საღამოსაკენ მარტომ დიდხანს ვისეირნე, სხვათა შორის პირველად. სხვა შემთხვევაში ყოველთვის რამდენიმე ადამიანის თანხლებით მივდიოდი, ან უმეტესწილად სახლში ვრჩებოდი დასასვენებლად. იცი მერანში რა ხედებია ?!
ღმერთო ჩემო, მილენა, აქ რომ იყო… ჩემი საბრალო, დაუფიქრებელი გონება!
და მაინც, მოგატყუებდი, რომ მეთქვა მენატრებოდი: სრულყოფილი, უკიდურესად მტკივნეული მაგიაა – შენც აქ ხარ, ისევე, როგორც მე. სადაც არ უნდა ვიყო, შენც ხარ, ჩემზე მეტადაც კი.
არ გეხუმრები. ხანდახან წარმოვიდგენ, რომ შენ, მას, ვინც მართლა ხარ, გაკლივარ და ფიქრობ: „ნეტავ სად იქნება? ხომ მომწერა რომ მერანში იყო?“
F